NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა ნატო-ს სამიტის სამზადისი და კოორდინირებული ქმედებები განიხილეს

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა ნატო-ს სამიტის სამზადისი და კოორდინირებული ქმედებები განიხილეს

25 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 654 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრა გამართეს, სადაც დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტი განიხილეს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი ჟესტი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს მადლობა გადაუხადა ლიეტუვის ისტორიული გადაწყვეტილების გამო, ლიეტუვაში საქართველოს ოფიციალური სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, რომლითაც ლიეტუვა გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც გამოიყენებს „საქართველოს“ ავთენტურ სახელს მის ენაზე. ლიეტუვის ამ ისტორიული ჟესტის საპასუხოდ კი, ქართული ენის პალატის გადაწყვეტილებით, ქართულ ენაზე ლიტვის ოფიციალური სახელი გახდა „ლიეტუვა“.

გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ეს ორივე გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მეგობრობის განსაკუთრებულ ხასიათს აჩვენებს. შეხვედრისას მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ყველა დონეზე ორმხრივი, პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების შესახებ. პრეზიდენტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპაციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე, უსაფრთხოების პრობლემებზე და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ნატო-ს მოახლოებული სამიტისათვის სამზადისს და საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების კოორდინირებული მოქმედებების განხილვას. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ლიეტუვა ყოველთვის იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერი და საიმედო მეგობარი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერის საქმეში. ისევე როგორც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს უდიდესი პირადი როლი, წვლილი, ჩართულობა და ძალისხმევა საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციების განსამტკიცებლად და მხარდასაჭერად. ლიეტუვა სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატში ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

აღინიშნა, რომ ლიეტუვა გაერო-ს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნას ყოველთვის იყენებდა საქართველოს მხარდასაჭერად. აღინიშნა, რომ დღეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები წარმატებით და ჰარმონიულად ვითარდება. იზრდება ტურიზმი, სავაჭრო ბრუნვა, ვითარდება თანამშრომლობა პრაქტიკულად ყველა სფეროში. დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური, განათლებისა და კულტურული კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე.

ბოლო წლებში ლიეტუველ ვიზიტორთა რიცხვი განუხრელად იზრდება. ტურისტული ნაკადის ზრდა უკავშირდება 2014 წლიდან უნგრული ავიაკომპანიის “WizzAir” მიერ ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით დანიშნულ პირდაპირ ფრენებს.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვა ლიტვა ნატო 2018-05-25
Tags გიორგი კვირიკაშვილი დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვა ლიტვა ნატო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ელექტრომომარაგება 26 მაისს დროებით შეიზღუდება

შემდეგი სტატია

„მეექვსე წელია ვერ დავადგინეთ, ცოცხი ეტევა თუ არა უკანალში“

მსგავსი სტატიები

ბათუმში მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები შეხვდენენ და სიტყვით მიმართეს

ბათუმში მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები შეხვდენენ და სიტყვით მიმართეს

ნინო ჩხეიძე 17 ოქტ 2020
„ბავშვები უახლოეს საათებში დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“

„ბავშვები უახლოეს საათებში დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“

01 თებ 2018

„ბავშვების დაწვასაც აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო“

06 სექ 2018

უახლესი ამბები

  • მედია: მშობლების შთამბეჭდავი ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების შთამბეჭდავი ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

  • MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

    MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

  • Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს  სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

    Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge