განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ქ. თბილისის 145-ე სკოლის50 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდა.
იგი საქართველოს ისტორიაში 26 მაისის მნიშვნელობაზე ესაუბრა მოსწავლეებს.
„ჩვენ ისტორიულ თარიღს ვზეიმობთ ყველანი ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ არავის დაგვავიწყდება ის 26მაისი, რომელიც პირველი რესპუბლიკის ასი წლის თავს აღნიშნავს. იგეგმება მასშტაბური, გრანდიოზულიღონისძიებები, რომელშიც დარწმუნებული ვარ, მონაწილეობას მიიღებთ. ჩემთვის ასი წლისთავის აღნიშვნაიწყება თქვენს სკოლაში”, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, სწორედ მოსწავლეებში იწყება ქვეყნის სიყვარულის, ერთგულების, სამშობლოსთვის თავგანწირვისადა დაფასების უნარის ჩამოყალიბება.
მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა სკოლის დირექციას, თითოეულ პედაგოგსა და მშობელს, რომელიცახალგაზრდებში ქვეყნის სიყვარულს აღვივებს და ავითარებს.
კომენტარები