NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჯაბა ჯიშკარიანმა ლევან ხაბეიშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა

ჯაბა ჯიშკარიანმა ლევან ხაბეიშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა

25 მაი 2018 ახალი ამბები 658 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა. ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ლევან ხაბეიშვილმა მთაწმინდის რაიონში ჩატარებულ ერთ-ერთ ტენდერთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. საქმე ეხება, ვერაზე, მაყაშვილის ქუჩაზე ჩატარებულ ტენდერს.

„მინდა ფარდა ავხადო მის ტყუილებს და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ვერაზე, მაყაშვილის ქუჩაზე მიმდინარე ტენდერთან დაკავშირებით. ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ ერთ-ერთი კომპანია ვალდებულებებს არ ასრულებდა და ამაზე გამგეობას რეაგირება არ ჰქონდა, რაც ტყუილია,“- განაცხადა მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

მან სხდომაზე წარმოადგინა გამგებლის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის მიწერილი გაფრთხილების სამი წერილი, რომლებიც 2 და 17 აპრილს, ასევე 5 მაისს არის მიწერილი.

„გამგეობამ გააფრთხილა ეს კომპანია, რომ თუ დროში არ ჩაატარებდა  სამუშაოებს და ვალდებულებებს არ შეასრულებდა, მას დააჯარიმებდნენ. უკვე დაახლოებით 2 კვირაა ამ კომპანიას ერიცხება ყოველდღიური ჯარიმა,“- განაცხადა ჯიშკარიანმა.

მან ლევან ხაბეიშვილს პასუხის გაცემა მოსთხოვა კითხვაზე, თუ რატომ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. ამ საკითხზე ჯაბა ჯიშკარიანსა და ლევან ხაბეიშვილს შორის სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

 

კომენტარები

ლევან ხაბეიშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ჯაბა ჯიშკარიანი 2018-05-25
Tags ლევან ხაბეიშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ჯაბა ჯიშკარიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-მ თბილისში 1709 სამალავიდან ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა

შემდეგი სტატია

მარიამ ჯაში: მოსწავლეებში იწყება ქვეყნის სიყვარულის, ერთგულების, სამშობლოსთვის თავგანწირვისა და დაფასების უნარის ჩამოყალიბება

მსგავსი სტატიები

„ქართული ოცნების“ ოფისში ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

„ქართული ოცნების“ ოფისში ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

10 ივლ 2018
საქართველოს პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად  ეფექტიანი გამოძიების ჩატარება უზრუნველყო

საქართველოს პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად ეფექტიანი გამოძიების ჩატარება უზრუნველყო

03 აპრ 2018
რონალდომ უცნაური ვარცხნილობის მიზეზი განმარტა

რონალდომ უცნაური ვარცხნილობის მიზეზი განმარტა

სოსო ელისაშვილი 22 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge