NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„პირველად ვიმყოფები ადგილზე, სადაც ჩემი შვილი სასტიკად მოკლეს“

„პირველად ვიმყოფები ადგილზე, სადაც ჩემი შვილი სასტიკად მოკლეს“

25 მაი 2018 ახალი ამბები, საზოგადოება, სამართალი 870 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხორავას ქუჩიდან, სადაც არასრულწლოვნების მკვლელობა მოხდა, ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ, ზაზა სარალიძემ განცხადება გააკეთა. სარალიძე მოუწოდებს საზოგადოებას, დაუდგეს მას გვერდში და 27 მაისს, 19:00 საათზე მივიდეს პარლამენტთან, სადაც სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მშვიდობიანი აქცია გაიმართება.

„პირველად ვიმყოფები ადგილზე, სადაც ჩემი შვილი სასტიკად მოკლეს. ძალიან ემოციურია ფონი, მაგრამ მართლა არ მაქვს იმის დრო, რომ ემოციებს ავყვე. მინდა მოვუწოდო მთელ საქართველოს, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკური პარტია იქნება, არაპოლიტიკური პარტია იქნება, მმართველი გუნდი იქნება თუ საზოგადოების ნებისმიერი წევრი. მოსახლეობას მოვუწოდებ, დამიდგეს გვერდით იმ ჭეშმარიტების დადგენაში, რასაც დღესდღეობით პროკურატურა მალავს.

27 მაისს, საღამოს შვიდ საათზე, თბილისის პარლამენტის შენობასთან ვატარებთ მშვიდობიან აქციას მოთხოვნით, რომ აღდგეს სამართლიანობა. გთხოვთ დამიდგეთ გვერდით, რათა აღვადგინოთ სამართლიანობა“,-განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის განცხადებით, დღეს, მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს, გამართავს თუ არა აქციას. სარალიძის განცხადებით, ის პროკურატურაში დღეს საღამოს არის დაბარებული.

„თუ ჩვენი საუბრის დროს ის პირები დაკავებული იქნებიან, ვინც კიდევ ჩაიდინა დანაშაული არა მარტო დაჭრის ფაქტზე, არამედ თუ რაიმე წვლილი მიუძღვის ამ სასტიკ დანაშულში და პლიუს ამას ის პირები, ვინც დაფარა დანაშული და შეეცადა მტკიცებულებების განადგურებას, ყველა პირი თუ იქნება დაკავებული, იმ შემთხვევაში ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას და აქციაც აღარ ჩატარდება იქიდან გამომდინარე, რომ სამართლიანობა აღდგენილი იქნება.

მე არავისთან დასამალი არაფერი არ მაქვს, საზოგადოება საქმის კურსში უნდა იყოს, რა საუბარი შედგება ჩვენ შორის, რა თქმა უნდა, თუ თვითონაც დასამალი არაფერი აქვთ, გადადგამენ იმ ნაბიჯს, რომ ღია სივრცეში შედგეს ჩვენი შეხვედრა“,-განაცხადა სარალიძემ.

 

კომენტარები

აქცია ზაზა სარალიძე მშვიდობიანი აქცია პროკურორი შეხვედრა ხორავას ქუჩა 2018-05-25
Tags აქცია ზაზა სარალიძე მშვიდობიანი აქცია პროკურორი შეხვედრა ხორავას ქუჩა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მიენიჭა

შემდეგი სტატია

თიბისი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა

22 დეკ 2017
პენტაგონი თავდაცვის მდივნისა და საქართველოს დელეგაციის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პენტაგონი თავდაცვის მდივნისა და საქართველოს დელეგაციის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

19 თებ 2018
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

ნინო ჩხეიძე 23 სექ 2022

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge