აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 634 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. შეწყალებულთა შორის 11 საქართველოს მოქალაქეა.
imedinews.ge-ის ინფორმაციით, შეწყალების აქტი ალიევმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე გამოსცა.
შეწყალებულ პატიმრებს დღეს გაათავისუფლებენ.
კომენტარები