NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გაერო-ში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება და შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა

გაერო-ში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება და შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა

25 მაი 2018 ახალი ამბები 1078 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

24 მაისს, გაერო-ს შენობაში ჩატარდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის მარკა გაერო-ს საფოსტო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა და პოეტის 850 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72 სესიის პრეზიდენტმა,

მიროსლავ ლაიჩაკმა, გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, კრისტიან სონდერსმა, გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო გამოსცემს სპეციალურ საფოსტო მარკას შუასაუკუნეებში მოღვაწე პირთან დაკავშირებით, რაც საქართველოსა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ასევე რუსთაველის გენიის და მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე, მარკის საზეიმო წარდგენის შემდეგ კი გაიმართა კონცერტი „Georgian Overtones”, ამერიკაში მოღვაწე ჯაზ-მუსიკოსის, გიორგი მიქაძის ბენდისა და ანსამბლ „ბასიანის” წევრების მონაწილეობით. ღონისძიებას დაესწრნენ გაერო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები, გაერო-ს სამდივნოსა და სხვადასხვა სააგენტოების ხელმძღვანელები, მედიისა და ხელოვნების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

კომენტარები

გაერო საქართველო ღონისძიება 2018-05-25
Tags გაერო საქართველო ღონისძიება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თამარ ჩუგოშვილი: ავსტრალია საქართველოს ძალიან დიდი დახმარებას უწევს არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით

შემდეგი სტატია

ნიკა გვარამია: …მაგრამ არავითარ ბოდიშს არ იმსახურებს ამ წერილის გამომქვეყნებელი ორგანიზაცია

მსგავსი სტატიები

შსს-მ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა

შსს-მ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა

26 აგვ 2018
„ქართულ საზოგადოებას ესმის, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ისევე ვერ დაინახავენ, როგორც თავიანთ ყურებს“

„ქართულ საზოგადოებას ესმის, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ისევე ვერ დაინახავენ, როგორც თავიანთ ყურებს“

06 აგვ 2018

წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

26 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge