BBC აქვეყნებს ინფორმაციას ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული დოკუმენტის შესახებ. „ქართველი ხალხის მემორანდუმი“ მე-20 საუკუნის დასაწყისშია დაწერილი და მას 3000-მდე ადამიანი აწერს ხელს.
დოკუმენტით ქართველი ხალხი ბრალს სდებს რუსეთის იმპერიას 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევაში და საქართველოსთვის პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებას ითხოვს. საუკუნოვანი ტექსტის ორიგინალს ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეულმა მკვლევარმა ბექა კობახიძემ და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეის ბიბლიოთეკის ორიენტალური განყოფილების უფროსმა ჯილიან ევისონმა მიაკვლიეს.

კომენტარები