NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სააკაშვილი: ამ ბოლო დღეებში გიორგი გაბუნიას გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა

სააკაშვილი: ამ ბოლო დღეებში გიორგი გაბუნიას გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა

25 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 1790 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ბოლო გადაცემას ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, საზოგადოებას აქვს უფლება, გაბუნიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვოს.

“გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს, ისევე როგორც საკუთარი დედის აუგად მოხსენიება. პირადად ჩემთვის, ეს იყო ძალიან უსიამოვნო სანახავი.
ვთხოვ ყველას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გრძნობებს და თავი შევიკავოთ უაზრო წყენის მიყენებისგან და როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საჯარო ბოდიში! ამავე დროს, მიუღებელია ამ თემის, ერთი ჟურნალისტიდან, მთლიანად რუსთავი ორზე განვრცობა და მთელს ტელევიზიაზე აგრესიის გადატანა, რაც პირდაპირ შედის ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მტრის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესებში”- წერს სააკაშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს საპატრიარქომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის” შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

“პირველ რიგში, მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2“-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები”- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქმე ეხება გადაცემა “არჩევანის” ეთერს.  გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ლია უკლება და გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მისი ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” ასე წარადგინა:

“შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს”,- თქვა გაბუნიამ.

კომენტარები

გიორგი გაბუნია მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2 საპატრიარქო 2018-05-25
Tags გიორგი გაბუნია მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2 საპატრიარქო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მეუფე იობი: ჟურნალისტი გიორგი გაბუნია „ეშმაკის მსახურია და ის უნდა მოშორდეს როგორც ჟურნალისტიკას, ისე მთლიანად საქართველოს

შემდეგი სტატია

მეუფე იობი: მე ვწყევლი და შევაჩვენებ გიორგი გაბუნიას

მსგავსი სტატიები

ხუხაშვილი: სალომე ზურაბიშვილი თავისი წინააღმდეგობებით აღსავსე რიტორიკით, ბნელი წარსულიდან აბრუნებს ტერმინს „ქალური ლიგიკა“

ხუხაშვილი: სალომე ზურაბიშვილი თავისი წინააღმდეგობებით აღსავსე რიტორიკით, ბნელი წარსულიდან აბრუნებს ტერმინს „ქალური ლიგიკა“

21 სექ 2018
ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგა

ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგა

16 აგვ 2018
კობახიძე: დეცენტრალიზაცია დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობის სისტემის ფორმირების ქვაკუთხედია

კობახიძე: დეცენტრალიზაცია დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობის სისტემის ფორმირების ქვაკუთხედია

სოსო ელისაშვილი 05 მარ 2018

უახლესი ამბები

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

  • ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

    ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

  • ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

    ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

  • სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

    სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

  • გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

    გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

  • ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

    ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

  • ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

    ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

  • ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

    ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

  • საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

    საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

  • „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

    „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge