NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მეუფე იობი: მე ვწყევლი და შევაჩვენებ გიორგი გაბუნიას

მეუფე იობი: მე ვწყევლი და შევაჩვენებ გიორგი გაბუნიას

25 მაი 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 2280 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა. მეუფე იობმა ამის შესახებ ქადაგებისას ისაუბრა.

“ეგრეთ წოდებულმა ჟურნალისტმა, ჟურნალისტი კი არა ეს არის ეშმაკის მსახური, გიორგი გაბუნიამ, რომელმაც შეუარცხყო ჯერ მაცხოვარი და დღეს კიდევ დედა ღვთისმშობელი. ის არის წყეული, ის არის შეჩვენებული. უკვე აშკარა არის, რომ აბუჩად იგდებენ ჩვენთვის ყველაზე სათაყვანებელ უფალს, იესო ქრისტეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, ვისი წილხვედრიც არის საქართველო. ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ ამ ქვეყნად, მაგრამ ვხედავთ რომ დამცველებიც ჰყავთ და ვინც მას შეეწინააღმდეგა, მართმადიდებელი ახალგაზრდა ბიჭები ციხეში ჩაყარეს ისინი და დღეს მეორედ გაიმეორა კიდევ, უფრო უარესი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ დამამცირებელი სიტყვები თქვა.  რაღაც განელთბილდა ჩვენი სარწმუნოება, აღარ არის ისეთი მტკიცე, შეურყეველი. ახლა მე სასულიერო პირმა რა უნდა ვთქვა ისეთი, მაგრამ საპატიებელი არ არის ეგ ადამიანი, ეგ უნდა მოშორდეს ჟურნალისტიკას კი არა, მთლიანად საქართველოს და რაც ჩემი მხრიდან არის – მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ, ეგ აღარ მოინანიებს, ეგ არის პირდაპირ ეშმაკის მსახური. საერთოდ ეს ტელევიზია [“რუსთავი 2″] უნდა გაუქმდეს – ღვარძლი, შხამი იღვრება ამ ტელევიზიით, სრულიად საქართველოზე. ეს მოუთმენელია, თითოეული თქვენთაგანი თუ მოისმინეთ მის სიტყვებს, შეიძლება მართლა გამოხვიდეთ მდგომარეობიდან”- განაცხადა  მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას.

მიტროპოლიტის ქადაგეგბა გადაცემა “არჩევანის” ბოლო ეთერს უკავშირდება. გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ლია უკლება და გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მისი ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” ასე წარადგინა:

“შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს”,- თქვა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს საპატრიარქომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის” შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

“პირველ რიგში, მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2“-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

გიორგი გაბუნია მეუფე იობი წყევლა 2018-05-25
Tags გიორგი გაბუნია მეუფე იობი წყევლა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სააკაშვილი: ამ ბოლო დღეებში გიორგი გაბუნიას გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა

შემდეგი სტატია

ნიკა გვარამია საპატრიარქოს პასუხობს: არავითარ ბოდიშს არ იმსახურებს ამ წერილის გამომქვეყნებელი ორგანიზაცია

მსგავსი სტატიები

ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნინო ჩხეიძე 27 დეკ 2020
ცვლილება პაშა ბანკის მენეჯმენტში

ცვლილება პაშა ბანკის მენეჯმენტში

01 თებ 2018
სავარაუდო კიბერთავდასხმა ონლაინგამოცემებზე – “Presa.ge”-ს რედაქტორის თქმით, ვებგვერდები კრიტიკული მასალების გამოქვეყნების გამო დაბლოკეს

სავარაუდო კიბერთავდასხმა ონლაინგამოცემებზე – “Presa.ge”-ს რედაქტორის თქმით, ვებგვერდები კრიტიკული მასალების გამოქვეყნების გამო დაბლოკეს

სოსო ელისაშვილი 05 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

    იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

  • მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

    მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

  • ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

    ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

  • გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

    გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

  • ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

    ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

  • შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

    შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

  • მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

    მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

  • არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

    არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

  • ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

    ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge