NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დალია გრიბაუსკაიტე: საქართველო არის თანამედროვე, ძალიან სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო

დალია გრიბაუსკაიტე: საქართველო არის თანამედროვე, ძალიან სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო

25 მაი 2018 პოლიტიკა 596 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველო არის თანამედროვე, ძალიან სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო და ჩვენ  მოხარულნი ვართ, რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, – ამ სიტყვებით მიმართა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის ძალიან ადვილი და სასიამოვნოა საქართველოს მხარდაჭერა, რადგან ამას ზურგს უმაგრებს, როგორც ლიეტუველი ხალხი, ისე – პოლიტიკური წრეები.
„ჩვენ ვართ თქვენი ქვეყნის ერთგვარი ადვოკატები ნატოსა და ევროკავშირში. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენთან ვარ ამ მშვენიერ დღეს – თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე, ჩვენი ქვეყნის მსგავსად. ზოგადად, მთელი რეგიონის, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა, ფინეთმა და თქვენ, შეძელით დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვება და სახელმწიფოებრიობის დაბრუნება და დღეს საქართველო არის თანამედროვე, ძალიან სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, – მიმართა დალია გრიბაუსკაიტემ გიორგი კვირიკაშვილს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვას პრეზიდენტს ასევე მიულოცა რესპუბლიკის 100 წლის იუბილე და საქართველოს ავთენტური დასახელების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან 100 წლის წინ, ქართული დემოკრატიის მამებმა გამოაცხადეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. ჩვენ მადლობელნი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენი ქვეყანა გვიწევს მსოფლიოს სხვადასხვა პლატფორმის ფარგლებში. ძალიან მადლიერნი ვართ თქვენს მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა გაუტოლდეს იმ უმაღლეს სტანდარტს, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აწესებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატია საქართველოში ყოველწლიურად უფრო ვითარდება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრები ამ წარმატების თანაზიარნი არიან. დიდი მადლობა საქართველოში ჩამობრძანებისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს”, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს.
შეხვედრაზე, რომელიც მოგვიანებით გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.

კომენტარები

TOP გიორგი მარგველაშვილი დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვა 2018-05-25
Tags TOP გიორგი მარგველაშვილი დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

YouTube-მა ვებგვერდზე მესენჯერი დაამატა

შემდეგი სტატია

საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი საქართველოს ეწვევა

მსგავსი სტატიები

“მე ხშირად მამკობენ სიტყვა მევახშით”

“მე ხშირად მამკობენ სიტყვა მევახშით”

ნინო ჩხეიძე 22 სექ 2020
ალეკო ელისაშვილი: ძალიან არ მომეწონა თქვენი გამოსვლა და რატომ – უადგილოდ ოპტიმისტური და საზეიმო იყო

ალეკო ელისაშვილი: ძალიან არ მომეწონა თქვენი გამოსვლა და რატომ – უადგილოდ ოპტიმისტური და საზეიმო იყო

ნინო ჩხეიძე 28 ივნ 2021
თაკო ჩარკვიანი: მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი

თაკო ჩარკვიანი: მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი

ნინო ჩხეიძე 01 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge