მრავალი წლის წინ, მსოფლიოში ცნობილმა მწერალმა და ისტორიკოსმა, ვალტერ სკოტმა აღმოაჩინა ბედნიერების ფორმულა.
ფორმულა, რომელიც მან შექმნა, ისევე როგორც ყველა სიბრძნე, აღმოჩნდა ძალიან მარტივი, ცოტათი გულუბრყვილო, მაგრამ ძალიან ეფექტური: „იცეკვე ისე, თითქოს ვერავინ გხედავს. იმღერე ისე, თითქოს არავის ესმის. გიყვარდეს ისე, თითქოს შენთვის ტკვილი არ მოუყენებიათ და იცხოვრე ისე, თითქო სამოთხე უკვე დედამიწაზეა…“
ეს არის კიდეც ულამაზესი ქალბატონის, ინდოეთის სიამაყისა და ჰოლივუდის საყვარელი მსახიობის აიშვარია რაის (Aishwarya Rai) ცხოვრების დევიზი.
მას შეუძლია მაყურებელი დააგიპნოზოს. მას აქვს მაგიური მომხიბვლელობა. მისი ზოდიაქო მორიელი ამას უბრალოდ ავალდებულებს.
მას აქვს შვეიცარული საათების კოლექცია. ის ბედნიერ წუთებს არ ივიწყებს და ამასთან ყურადღებით ადევნებს თვალს საკუთარი ცხოვრების განრიგს, რათა არ დაუშვას შეცდომები.
ასევე, მის გრაფიკში მკაცრად არის გამოყოფილი „დასვენების“ გრაფა. ის სოლიდარობას უცხადებს სოფი ლორენს, რომელმაც სილამაზის ერთ-ერთ მთავარ საიდუმლოდ ძილი დაასახელა. მაგრამ ამავე დროს აქვს სილამაზის საკუთარი საიდუმლო, მაგალითად ყოველ დილით ის უზმოზე სვამს თბილ წყალს ლიმონითა და თაფლით, რაც ძალიან კარგად მოქმედებს კანზე, რადგანაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას. დიეტებს მან გამოუცხადა ბოიკოტი, ის უპირატესობას ანიჭებს ხილს, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებს და ძალიან უყვარს შოკოლადი.
ძალიან ეშინია ტარაკანის, გაურბის ჭორებს და ვერ იტანს თვალთმაქცობას. მაგრამ დახვეწილ “გოგონას” მას ვერ უწოდებ. რეჟისორები მაშინათვე გააპროტესტებენ ამ „შეფასებას“, რადგანაც გადასაღებ მოედანზე ყველა ილეთს მსახიობი თავად ასრულებს, დუბლიორის გარეშე.
ძალიან უყვარს შავი ფერი, ავტომობილები „მერსედესის“ ფირმის და ძლიერი ხასიათისა და კეთილი გულის ადამიანები.
ის პირველი ინდოელი ქალია, რომლის ცვილის ფიგურაც მადამ ტიუსოს მუზეუმშია.
კომენტარები