„ჩვენ ხვალ უდიდეს თარიღს ვზეიმობთ, რომელიც ეძღვნება სახელმწიფოებრიობის აღდგენას.მინდა მთელს ქვეყანას წინასწარ მივულოცო უდიდესი დღესასწაული და ვუსურვო
რომ ჩვენი ქვეყანა შეუქცევადად გამხდარიყოს ევროპული ოჯახის წევრი და ის უდიდესი საქმე, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1918 წლის 26 მაისს, დაგვირგვინებულიყოსსაქართველოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრად მიღებით”, – განაცხადა გირგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით საქართველოს 26 მაისს ესტუმრება ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი.
„საქართველოს ესტუმრება ძალიან ბევრი უცხოური დელეგაცია. ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული სპეციალური ღონისძიებები და ჩვენ მთელი მსოფლოს მასშტაბით, მეგობრებთან ერთად ვიზეიმებთ ამ უდიდესი მნიშვნელობის თარიღს.“
26 მაისს საქართველო პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს.
სხვა ღონისძიებებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ინიციატივით დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირება დაიგეგმა, მას პრემიერმინისტრი მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად დაესწრება.
პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.
კომენტარები