რაკეტა, რომელმაც მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი დონბასის რეგიონში ჩამოაგდო რუსულ ბრიგადას ეკუთვნოდა. BBC-ის ინფორმაციით, ასეთ დასკვნამდე საერთაშორისო გამომძიებლები მივიდნენ. მათი ინფორმაციით, რაკეტა ქალაქ კურსკის ირგვლივ განლაგებულ ბრიგადას ეკუთვნოდა.
რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ რაკეტა, რომელმაც Boeing 777-ის ჩამოგდებით 298 ადამიანი იმსხვერპლა, მათ არ ეკუთვნოდათ. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა, როდესაც უკრაინის დონბასის რეგიონში ჩამოაგდეს.
„მთელი სამხედრო ტექნიკა, რომელსაც რაკეტა გადაჰქონდა რუსულ სამხედრო ძალებს ეკუთვნოდა“, – აცხადებს საერთაშორისო გამომძიებელთა ჯგუფის წევრი უილბერტ პოლისენი. კონკრეტულად, რაკეტა რუსეთის 53-ე ბრიგადას ეკუთვნოდა, რომელიც კურსკის ირგვლივაა განლაგებული და რომელშიც 300 რუსი სამხედრო მსახურობს.
კომენტარები