NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გედევან ფოფხაძე: „თუ გაქრება ხელოვნური ბარიერები, რომელიც ხელს გვიშლის დღეს აფხაზებთან ურთიერთობაში, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აღდგება ჩვენი ურთიერთობები და ჩვენ მოვხვდებით ერთიან კულტურულ სივრცეში”

გედევან ფოფხაძე: „თუ გაქრება ხელოვნური ბარიერები, რომელიც ხელს გვიშლის დღეს აფხაზებთან ურთიერთობაში, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აღდგება ჩვენი ურთიერთობები და ჩვენ მოვხვდებით ერთიან კულტურულ სივრცეში”

24 მაი 2018 ახალი ამბები 757 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იმ ყველაფერს რაც დღეს ხდება არა ეთნიკური, არამედ მორალური ნიშანი აქვს. ის ადამიანები, ვისაც უნდა აფხაზების სიკეთე, აფხაზეთის სიკეთე, საქართველოს სიკეთე, ყველანი ერთ პოზიციაზე დგანან და ფიქრობენ იმაზე, რომ ეს იყოს ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფარგლებში. სხვაგვარი მორალური არჩევანი ნამდვილად არ არსებობს. თუ გაქრება ხელოვნური ბარიერები, რომელიც ხელს გვიშლის წარსულის გათვალისწინებით დღეს, აფხაზებთან ურთიერთობაში,  დარწმუნებული ვარ  ძალიან მალე აღდგება ჩვენი ურთიერთობები და ჩვენ მოვხვდებით ერთიან კულტურულ სივრცეში”,- განაცხადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გედევან ფოფხაძემ თემაზე, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი” – საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის ფარგლებში, რომელიც სიმბოლურად, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში გაიმართა.

ღონისძიებაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიასთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აკადემიური წრეებისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რათა ვისაუბროთ საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაზე, და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირობებში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. ეს არის თემა რომელიც გვაძლევს საფუძველს ვისაუბროთ მომავალზე და ვიფიქროთ გამოსავალზე”, – აღნიშნა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ.

 ღონისძიებაზე, ერთიან დამოუკიდებელ სახელმწიფოში -1918 წლის მაისი – 1921 წლის თებერვალი – სამწლიანი თანაცხოვრების, ქართული სახელმწიფოსა და აფხაზეთის ავტონომიის მშენებლობის გამოცდილებასთან დაკავშირებით, მოხსენება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ წარადგინა.

„26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი და მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს, XV საუკუნის ბოლოს დაშლილი ერთიანი ქართული სახელმწიფო  მკვდრეთით აღდგა. ჩვენს ერში ვერ ჩაკლეს სახელმწიფოებრიობის შეგრძნება, სახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფოს აღდგენისკენ მისწრაფება, სახელმწიფოს აღდგენის შინაგანი მოთხოვნილება”, – განაცხადა მომხსენებელმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, 1918-1921 წლები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თვალსაზრისით იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რომელიც გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. მისი შეფასებით, ქართველებმა და აფხაზებმა დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაარსებობა მოახერხეს.

ჯემალ გამახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, აფხაზეთის მკვიდრთა განსაკუთრებული დამსახურება, მათი გამორჩეული როლი და ადგილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებასა და მშენებლობაში. მან მოხსენებისას, ამ საქმეში, კონკრეტული  ადამიანების დამსახურებებზე და ღვაწლზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ აქ ვისმენთ მეცნიერულ ანალიზს ძალიან საინტერესო პერიოდზე. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა კონკრეტული აფხაზი პიროვნებების ისტორია. წინადადება მაქვს შეიქმნას კომისია, რომელიც ყურადღებას მიაქცევს თუ რას ფიქრობენ ამ ადამიანების შთამომავლები. დღეს  გამართული დისკუსიიდან გამომდინარე მივიღეთ საკმარისი ინფორმაცია განსჯისთვის და გარკვეული სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბებისთვის, რასაც ყველანაირად მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა  პარლამენტის ვიცესპიკერმა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრმა გიორგი ვოლსკიმ.

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის უნდა მოხდეს მედიატორის გარეშე დიალოგი. მისივე თქმით, 1991წელს, საქართველოს მიეცა აფხაზურ მხარესთან ჩრდილოელი მედიატორის გარეშე დიალოგის წარმოების საშუალება და მოხერხდა კიდეც სერიოზულ საკონსტიტუციო საკითხებზე შეთანხმების მიღწევა.

„დღეს ვითარება განსხვავებულია, მაგრამ მე მჯერა, რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც, დადგება ის დრო, როდესაც ჩვენ, აფხაზებთან ერთად ჩრდილოელი მედიატორის გარეშე მივუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას და ჩვენი თანაცხოვრების მდიდარი გამოცდილებისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით აუცილებლად მივაღწევთ შეთანხმებას”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

შეხვედრის დასასრულ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს საინტერესო მოხსენებისთვის და დისკუსიისთვის. მან ხაზი გაუსვა ქართული პოლიტიკური  და სამეცნიერო აზრის თანხვედრის მნიშვნელობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკური  და სამეცნიერო აზრის თანხვედრა ყველა იმ საკითხში, რომელიც  აფხაზეთის საკითხებთანაა დაკავშირებული. მეცნიერული აზრი არ იქნება პრაქტიკული, ქმედითი რესურსი თუ მას პოლიტიკური აზრიც არ ახლავს და თუ პოლიტიკური აზრი არ იქნება მეცნიერული ცოდნის საფუძვლით გაძლიერებული, ასეთი პილიტიკური აზრიც ძალიან სუსტი იქნება მიზნის მიღწევაში. ამიტომ, ეს ურთიერთობა გადავზარდოთ ისეთ სინთეზში, რომ პოლიტიკური და მეცნიერული  აზრი ერთობლივად გამოვიყენოთ იმ საერთო მიზნის მისაღწევად რასაც ყველა ვემსახურებით”, – განაცხადა შეხვედრის დასასრულ გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

განცხადება გედევან ფოფხაძე კომენტარი 2018-05-24
Tags განცხადება გედევან ფოფხაძე კომენტარი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მაიკ პომპეო: თავიდანვე მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოსთან მიმართებით ვმუშაობთ ნატო-ში გაწევრიანებაზე

შემდეგი სტატია

ევროსაბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა ახალი წევრები, მათ შორის საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი აარჩია

მსგავსი სტატიები

შსს-მ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

18 დეკ 2017
საქართველოს პრეზიდენტობა, სალომე ზურაბიშვილის გარდა, კიდევ ორ ქალს სურს

საქართველოს პრეზიდენტობა, სალომე ზურაბიშვილის გარდა, კიდევ ორ ქალს სურს

27 აგვ 2018
შსს აქციების ორგანიზატორებს მოუწოდებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს

შსს აქციების ორგანიზატორებს მოუწოდებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს

16 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

    ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

  • “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

    “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

  • კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

    კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

  • პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

    პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge