NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ევროსაბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა ახალი წევრები, მათ შორის საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი აარჩია

ევროსაბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა ახალი წევრები, მათ შორის საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი აარჩია

24 მაი 2018 ახალი ამბები 712 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა (GREVIO) ახალი წევრები, მათ შორის  საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი, ვლადიმერ მკერვალიშვილი აარჩია.

2018წლის 24 მაისს, ევროპის საბჭოში გაიმართა ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის (სტამბოლის კონვენცია) შესახებ მხარეთა კომიტეტის მე-5 შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) 5 წევრის არჩევნები.

ექსპერტთა ჯგუფში ასარჩევი კანდიდატურები წარმოდგენილი ჰყავდა 8 ქვეყანას: გერმანია, კვიპროსი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საქართველო და შვედეთი. არჩევნების შედეგად შეირჩა კანდიდატები 5 ქვეყნიდან: საქართველო, გერმანია, შვედეთი, ნორვეგია და ნიდერლანდები.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება 2017 წელს მოახდინა.  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) მიზანია სტამბოლის კონვენციის მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.

GREVIO შედგება 15 წევრისაგან,რომლებიც  4 წლის ვადით აირჩევიან. ვლადიმერ მკერვალიშვილი ექსპერტთა ჯგუფთან ერთად მუშაობას  მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შეუდგება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფში (GREVIO) კანდიდატთა წარდგენა შიდა კონკურსის საფუძველზე მოხდა, რომლის ჩატარებაც უზრუნველყო გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ.

კომენტარები

გახსნა ევროსაბჭო ქალთა ძალადობა 2018-05-24
Tags გახსნა ევროსაბჭო ქალთა ძალადობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გედევან ფოფხაძე: „თუ გაქრება ხელოვნური ბარიერები, რომელიც ხელს გვიშლის დღეს აფხაზებთან ურთიერთობაში, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აღდგება ჩვენი ურთიერთობები და ჩვენ მოვხვდებით ერთიან კულტურულ სივრცეში”

შემდეგი სტატია

დღეიდან ქართულად ლიტვას ლიეტუვა ეწოდება

მსგავსი სტატიები

„ბუნებრივი და ლოგიკური იყო პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილება, ბატონი დავითის გარიცხვის შესახებ“

„ბუნებრივი და ლოგიკური იყო პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილება, ბატონი დავითის გარიცხვის შესახებ“

19 ივლ 2018

ინტერპოლის პრეზიდენტი დაიკარგა

სოსო ელისაშვილი 05 ოქტ 2018
სროლა და დაჭრა ავსტრიაში – დედაქალაქის ტურისტულ უბანში დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა

სროლა და დაჭრა ავსტრიაში – დედაქალაქის ტურისტულ უბანში დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა

22 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

    კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

  • “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

    “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

  • იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

    იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

  •  ამირან გამყრელიძე:  საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

     ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

  • ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

    ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დმანისის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს

    სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დმანისის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს

  • გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

    გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

  • უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

    უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge