ძიუდოისტების ნაწილისთვის ფედერაციის პრეზიდენტის შეთავაზებები მიუღებელია. ისინი მიიჩნევენ, რომ დავით ქევხიშვილთან მუშაობა შეუძლებელია. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. დავით ქევხიშვილი ძიუდოისტებს 5 პუნქტიანი შეთავაზებით მიმართავს, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ქევხიშვილი მზად არის დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი.
„ჩვენი მხრიდან ვინმეს მიყვანა, ვინმეს დანიშვნა და ვინმემ რომ სიტუაცია აკონტროლოს, ამაზე საუბარი ზედმეტია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ ასეთ გადაწყვეტილებებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სპორტსმენები. ის თუ კიდევ ვერ ხვდება, რომ აქ პრობლემები ნამდვილად იყო და ჩვენ უაზროდ არ ვსაუბრობდით და ჩვენ თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე არ გვქონდა საუბარი, მაშინ კიდევ ერთხელ ვამბობ და ვადასტურებ, რომ მასთან მუშაობა უბრალოდ შეუძლებელია“,- განაცხადა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.
კომენტარები