ჩრდილოეთ კორეამ პუნგერის ბირთვული პოლიგონი დახურა. ფხენიანმა ასევე გაანადგურა პოლიგონისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის ნაწილი, მათ შორის გვირაბები. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიგონის დახურვას უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლიგონის დახურვა მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კიდევ ერთხელ დაიძაბა. კიმ ჩენ ინმა ცოტა ხნის წინ სამხრეტ კორეის ლიდერთან შეხვედრა გააუქმა. ფხენიანი ამ გადაწყვეტილებას აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივ სამხედრო წვრთნას უკავშირებს.
კომენტარები