NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბესიკ ხარძიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ბესიკ ხარძიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

24 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 183 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის საჩივარში მოყვანილი არგუმენტები ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის უშუალო ამსრულებლის ფ.გ.-ს მიმართ გამოყენებულ სასჯელთან დაკავშირებით და მას სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო მკვლელობაში დამხმარე ო.დ.-ისთვის შეფარდებული სასჯელი (19 წლით თავისუფლების აღკვეთა) უცვლელად დატოვა, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

სახელმწიფო ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ ბესარიონ ხარძიანის  განზრახ მკვლელობის  მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფ.გ.,ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის  ყალბი პასპორტის გამოყენებით, ო.დ.-სთან ერთად ჩამოფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მათ ხანგრძლივივადით იქირავეს ქ.თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ბინა,  შეიძინეს სპეციალურად შერჩეული „ჰონდას” მარკის მოპედი (სკუტერი),  ჩაფხუტი,  კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩის მქონე„მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ კონსპირაციულად და სისტემატიურად აკონტროლებდნენ ბესარიონ ხარძიანის მოძრაობის მარშრუტსმკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად.

2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფ.გ. ფარულად უთვალთვალებდა, მივიდა ქ.თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. ფ.გ. მასშეჰყვა სადარბაზოში და „მაკაროვის” სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთი საკონტროლო თავის არეში.იმავე დღეს,  ფ.გ.-მ  და ო.დ.-მ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, დატოვეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

შეგახსენებთ, რომ ფ.გ.-ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა შეკვეთით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის  სამართლის კოდექსის 109-ემუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის  პირველი და მეორე ნაწილებით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 344-ე მუხლის პირველი  ნაწილით და  362-ე მუხლის პირველინაწილით,  ხოლო  ო.დ.-ს – შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ”ქვეპუნქტით.

2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად  გაიზიარა პროკურატურის პოზიცია კვალიფიკაციის ნაწილში და ბრალდებულებს 19 – 19 წლით თავისუფლებისაღკვეთა მიუსაჯა.

მსჯავრდებულები ო. დ. და ფ. გ. იმყოფებიან მიმალვაში და მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

კომენტარები

ბესიკ ხარძიანი მკვლელობისთვის მსჯავრდებული პროკურატურა სააპელაციო სასამართლო უვადო პატიმრობა 2018-05-24
Tags ბესიკ ხარძიანი მკვლელობისთვის მსჯავრდებული პროკურატურა სააპელაციო სასამართლო უვადო პატიმრობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა [ფოტოები]

შემდეგი სტატია

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

მსგავსი სტატიები

ქობულიას სკანდალური განცხადებები – ეკონომიკის ყოფილ მინისტრს შესაძლოა პარლამენტში მოუსმინონ

ქობულიას სკანდალური განცხადებები – ეკონომიკის ყოფილ მინისტრს შესაძლოა პარლამენტში მოუსმინონ

სოსო ელისაშვილი 06 მაი 2019
კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის ბრალი წარუდგინეს

კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის ბრალი წარუდგინეს

25 დეკ 2018
საქართველოს შრომითი მედიაცია – EMC საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

საქართველოს შრომითი მედიაცია – EMC საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

12 თებ 2019

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

  • საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

    საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

  • პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

    პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

  • პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

    პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

  • ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

    ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

  • ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

    ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

  • მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

    მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

  • მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

    მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

  • “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

    “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge