NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატის თასის ქურდის ვინაობა 52 წლის შემდეგ დადგინდა

1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატის თასის ქურდის ვინაობა 52 წლის შემდეგ დადგინდა

24 მაი 2018 ახალი ამბები, სპორტი 991 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

1966 წელს, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 4 თვით ადრე ლონდონის საგამოფენო დარბაზიდან ტურნირის თასი მოიპარეს. ის ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ერთ-ერთ სკვერში უბრალო გამვლელმა იპოვა. სკოტლანდ-იარდის მასშტაბურობით უპრეცედენტო გამოძიებამ შედეგი ვერ გამოიღო. მხოლოდ 52 წლის შემდეგ, ინგლისურმა გაზეთმა The Daily Mirror-მა დაადგინა, რომ დანაშაული 40 წლის რეციდივისტმა, სიდნი კუგულერმა ჩაიდინა. ამბავი გამოცემას ქურდის ძმიშვილმა უამბო.

თავად კუგულერი 2005 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.

დარბაზში, სადაც თასი 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იყო ორი წყვილი დაცვა მორიგეობდა. ძარცვის დროს, ისინი ყავაზე იყვნენ გასულები.

ჰერი კუგულერი ამტკიცებ, რომ ეს თასი მისმა ბიძამ, სიდნიმ გაიტაცა. ის 2 თვის გამოსული იყო ციხიდან, სადაც შეიარაღებული ძარცვის გამო 25 წელი მოიხადა.

ჰერის თქმით, მის ბიძას თასის მოპარვა წინასწარ არ დაუგეგმავს. როცა მან გაიგო, რომ თასი გამოფენილი იყო, მის სანახავად ვესტმინსტერში გაემგზავრა. თავიდან ჩვეულებრივ, მისაღებ დარბაზში შევიდა, თუმცა იქიდან დახურულ ოთახში შეძვრა, სადაც თასი იდგა. „მან ეს, უბრალოდ, სიამოვნებისთვის გააკეთა და არა ფულის გამო, ან კიდევ იმისათვის, რომ ადვილი იყო“, – ამბობს ჰერი კუგულერი.

მისი თქმით, ბიძამისმა ოთახის კარებზე, რომლის მიღმაც თასი ინახებოდა, ჩვეულებრივი, მეტალის სახელურები შენიშნა, რომლის მოხსნაც ჩვეულებრივი ინსტრუმენტებითაც შეეძლო. ეს ინსტრუმენტები ქურდს თან ჰქონდა. როდესაც ოთახში შევიდა, თასი კარადაში აღმოაჩინა. მისი ერთ-ერთი ნაცნობი იხსენებს, რომ კუგულერს არც კი სჯეროდა, ეს თასი ჩვეულებრივ ხის კარადაში თუ ინახებოდა და მას იქ არავინ იცავდა.

ქურდმა ის ჩვეულებრივ ზურგჩანთაში ჩაიდო და გართულებების გარეშე დატოვა შენობა. ქუჩაში გამოსულმა ნადავლი თავის ძმას აჩვენა, რომელიც ამ ამბავმა შეაშფოთა.

კუგულერმა თასი ჯერ სახლში წაიღო, თუმცა მერე შეეშინდა, რომ ცოლი ამას ფანჯრიდან ისროდა. ამიტომ, ისევ ძმას დაურეკა და თხოვა თასი წაეღო. მანაც შეუსრულა და თხოვნა და და ის ლონდონიდან 10 კილომეტრის დაშორებით, ლეიტონ- ბაზარდში წაიღო ფეხბურთელების მთავარი პრიზი. გზაში ის პოლიციამაც გააჩერა, თუმცა ნაქურდალი ნივთი, რომელიც წინა სავარძლის ქვეშ იყო დამალული, ვერ აღმოაჩინეს.

თასის პოვნაზე ჯილდოც გამოცხადდა 5500 ფუნტის ოდენობით. კუგულერმა მეტი მოინდომა. ის ტელეფონით დაუკავშირდა ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს, ჯო მირსს და გამოსასყიდის სახით 15 ათასი ფუნტი მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თასის განადგურებით იმუქრებოდა. ფული მის 46 წლის მეგობარს, ტედ ბენტლის უნდა მიეღო. თანხის გადაცემის დროს ის დააკავეს და 2 წელი მიუსაჯეს.

ამ ამბის შემდეგ ძმები მიხვდნენ, რომ თასისთვის მათ არც ჯილდოს მისცემდნენ და ვერც გაყიდდნენ. მათ თასი გადასადნობადაც დაენანათ და ამიტომ მისი დაბრუნება გადაწყვიტეს. თასი გაზეთში გაახვიეს და სკვერში სკამის ქვეშ დადეს, სადაც მას შემთხვევით ძაღლმა მიაგნო. საბოლოოდ, ჯილდო სწორედ ამ ძაღლის პატრონმა მიიღო, 6 ათასი ფუნტის ოდენობით.

იმ წლის მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში პირველად და ჯერ-ჯერობით ბოლოჯერ ინგლისი გახდა. 4 წლის შემდეგ კი ბრაზილიამ გაიმარჯვა და თასი სწორედ იქ გაემგზავრა, სადაც 1983 წელს რიო-დე-ჟანეიროში ის ისევ მოიპარეს და მას შემდეგ მის შესახებ აღარაფერია ცნობილი

The Daily Mirror-მა ამ ამბის გამოძიებას 10 თვე დაუთმო. საბოლოოდ, ფაქტი მას არამარტო გამტაცებლის ძმის შვილმა, არამედ კიდევ ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დაუდასტურა.

 

 

 

ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს.

კომენტარები

თასი მსოფლიო ჩემპიონატი ქურდობა 2018-05-24
Tags თასი მსოფლიო ჩემპიონატი ქურდობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2“-თან“

შემდეგი სტატია

კარასინი: იმისთვის, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს, საჭიროა სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოების გატარება

მსგავსი სტატიები

ვაზიანში საარტილერიო საველე სწავლება გაიმართა

ვაზიანში საარტილერიო საველე სწავლება გაიმართა

22 სექ 2017
უნდა მივაღწიოთ სააკაშვილის გათავისუფლებას, გეგმა ეს არის – დაშვება, რომ მას ფსიქოლოგიურად ან ფიზიკურად გაანადგურებენ, არაფრით შეიძლება

უნდა მივაღწიოთ სააკაშვილის გათავისუფლებას, გეგმა ეს არის – დაშვება, რომ მას ფსიქოლოგიურად ან ფიზიკურად გაანადგურებენ, არაფრით შეიძლება

ირაკლი შალიკაშვილი 21 იან 2022
შს მინისტრის მუქარა – ჯაფარიძე რომელმაც „კურიერის“ ინფორმაციით, ხაზარაძეს წერილი გადასცა, საგამოძიებო უწყებაში არ დაუბარებიათ

შს მინისტრის მუქარა – ჯაფარიძე რომელმაც „კურიერის“ ინფორმაციით, ხაზარაძეს წერილი გადასცა, საგამოძიებო უწყებაში არ დაუბარებიათ

11 მარ 2019

უახლესი ამბები

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

  • “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

    “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

  • “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

    “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge