NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მიხეილ ჯანელიძე: საქართველო მზადაა, გადადგას შემდგომი ნაბიჯები ნატოში გაწევრიანების გზაზე
WASHINGTON, DC - FEBRUARY 13: U.S. President Donald Trump and first lady Melania Trump welcome Colombian President Ivan Duque Marquez and first lady Maria Juliana Ruiz Sandoval to the White House February 13, 2019 in Washington, DC. Marquez and Trump are expected to discuss a range of bilateral issues during their meetings. (Photo by Win McNamee/Getty Images)

მიხეილ ჯანელიძე: საქართველო მზადაა, გადადგას შემდგომი ნაბიჯები ნატოში გაწევრიანების გზაზე

24 მაი 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 637 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კონფერენცია ვაშინგტონში ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ნენსი ლინბორგმა გახსნეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობდა პანელში გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა მოქმედებაში.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც ევროპაში ერთერთი პირველი დემოკრატიული სახელმწიფოს შესახებ, ასევე  ყურადღება გაამახვილა 1991 წელს, დამოუკიდებლობების გამოცხადების შემდგომ საქართველოს განვითარებასა და დღევანდელ მსოფლიოში საქართველოს როლზე.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა აშშ-ის განსაკუთრებულ ძალისხმევას, რომელიც მან გასწია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. „ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ აქამდე მოვსულიყავით, ამაყები ვართ, რომ საქართველო არის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და მთავარი მოკავშირე რეგიონში“ – აღნიშნა ჯანელიძემ.

მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რომელიც დიდ ყურადღებას იქცევს დასავლეთის მხრიდან 90-იან წლებიდან მოყოლებული დღემდე, რადგან საქართველო წარმოადგენს ერთგვარ კარიბჭეს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპა-აზიას შორის სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარებაში და ასევე ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. „ჩვენ დახმარების მიმღები ქვეყნიდან ვიქეცით კონტრიბუციის განმახორციელებელ ქვეყანად, როგორც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე უკვე იმ შესაძლებლობებით, რასაც საქართველომ მიაღწია ეკონომიკური განვითარებით, იმ შესაძლებლობებით, რასაც ვუხსნით ევროპულ ბიზნესს და ევროპულ კომპანიებს, იმ მნიშვნელოვანი როლით, რასაც ვასრულებთ ევრო-ატლანტიკური სივრცის ენერგო უსაფრთხოებაში და ენერგო წყაროების დივერსიფიცირებაში“-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით საქართველოს, რომელიც კონფლიქტების მხრივ რთულ რეგიონში იმყოფება მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის და გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში „ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მონაწილეობა ცხადყოფს, საქართველოს ძალისხმევაზე საერთაშორისო და ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში“- აღნიშნა მან.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ მხრივ ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მისი თქმით, დღეს საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ამ პროცესში აშშ-ის როლი გადამწყვეტია. „სულ რამდენიმე დღის წინ მდივანი პომპეოს და საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებებით ძალიან წახალისებულნი ვართ. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ მივყავართ წევრობისკენ. ჩვენ გაგვაჩნია უფრო მეტი ინსტრუმენტი ვიდრე ნატო-ს წევრობის კანდიდატ ქვეყნებს და გვჯერა, რომ ჩვენ საკმაოდ კარგად ვართ მომზადებულნი, რომ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები გაწევრიანების გზაზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების კიდევ ერთი ხელშემწყობი იქნება და ჩვენ კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოვუტანთ ევრო-ატლანტიკური საზოგადოების ინტერესს“-აღნიშნა ჯანელიძემ.

მისი განცხადებით დღეს ცალკეული რეჟიმები ცდილობენ ევრო-ატლანტიკური სივრცის დისკრედიტაციას და მისი უსაფრთხოების გამოწვევას, რაც საჭიროს ხდის ერთიან ძალისხმევას ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაში მშვიდობის და შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად – „ვფიქრობ, რომ სწორედ ამ პერიოდში გადამწყვეტია ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის წინსვლა. საქართველო არის მოწინავეთა შორის და ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება დაინტერესებულ ძალებს ჩამოაშოროს საქართველო ამ ოჯახს. ახლა დროა გადავდგათ ახალი ნაბიჯები როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში“ – განაცხადა ჯანელიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე სათანადოდ იქნება ასახული საქართველოს პროგრესი და მიღწევები ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, „როცა ვსაუბრობთ მონტენეგროსა და მაკედონიაზე, მე რა თქმა უნდა ყველას წარმატებას ვუსურვებ ნატოში ინტეგრაციის პროცესში, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე მიმაჩნია, რომ აქ საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მოძიებული“-განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელიც რუსეთის მხრიდან ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება. მან კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და ასევე საქართველოს ძალისხმევაზე, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე  მიმართავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ამ მხრივ მან ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, რაც მხარდამჭერ პოლიტიკურ განცხადებებში,  კონგრესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სამშვიდობო პროცესში აშშ-ის უშუალო ჩართულობაში გამოიხატება.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნებიც სწორედ ემსახურება და მიმართულია იმისკენ, რომ უზრუნველვყოთ მშვიდობიანი გზებით საქართველოს გაერთიანება.

კომენტარები

აშშ მიხეილ ჯანელიძე ნატო 2018-05-24
Tags აშშ მიხეილ ჯანელიძე ნატო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს: გურიაში აშშ-ს მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნილია

შემდეგი სტატია

ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო

მსგავსი სტატიები

ნარმანიას სემეკ-ის თავმჯდომარედ დანიშვნა ნიშნავს, რომ კომუნალური ტარიფები გაიზრდება

ნარმანიას სემეკ-ის თავმჯდომარედ დანიშვნა ნიშნავს, რომ კომუნალური ტარიფები გაიზრდება

ირაკლი შალიკაშვილი 23 სექ 2019
როგორც დედოფალს არ ასცდება პირველ ღამეს, ივანიშვილის ისე არ ასცდება ხელისუფლებიდან გაქცევა

როგორც დედოფალს არ ასცდება პირველ ღამეს, ივანიშვილის ისე არ ასცდება ხელისუფლებიდან გაქცევა

ირაკლი შალიკაშვილი 03 აპრ 2019
ზაზა სარალიძე პრეზიდენტის მრჩეველსა და საპარლამენტო მდივანს შეხვდა

ზაზა სარალიძე პრეზიდენტის მრჩეველსა და საპარლამენტო მდივანს შეხვდა

30 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

    ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

  • ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

    ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge