NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მეუფე იობი: ჟურნალისტი გიორგი გაბუნია „ეშმაკის მსახურია და ის უნდა მოშორდეს როგორც ჟურნალისტიკას, ისე მთლიანად საქართველოს

მეუფე იობი: ჟურნალისტი გიორგი გაბუნია „ეშმაკის მსახურია და ის უნდა მოშორდეს როგორც ჟურნალისტიკას, ისე მთლიანად საქართველოს

24 მაი 2018 საზოგადოება 946 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აცხადებს, რომ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია „ეშმაკის მსახურია და ის უნდა მოშორდეს როგორც ჟურნალისტიკას, ისე მთლიანად საქართველოს“.

მოციქულ სიმონ კანანელის ხსენებისადმი აღვლენილი საზეიმო წირვის შემდეგ მეუფე იობმა მრევლს ქადაგებით მიმართა.

“ე.წ. ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ შეურაცხყო ღვთისმშობელი. ის არის წყეული, შეჩვენებული. უკვე აშკარაა, რომ აბუჩად იგდებენ ჩვენთვის ყველაზე სათაყვანებელ უფალ იესო ქრისტეს და ღვთისმშობელ დედას. ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ ამქვეყნად, მაგრამ ვხედავთ, რომ დამცველებიც ყავს და ვინც მას შეეწინააღმდეგა, მართლმადიდებლები, ახალგაზრდა ბიჭები, ციხეში ჩაყარეს. მან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ დამამცირებელი სიტყვები თქვა. მე, სასულიერო პირმა ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ საპატიებელი არ არის ეს ადამიანი. ის უნდა მოშორდეს ჟურნალისტიკას და მთლიანად საქართველოს. მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ. ეგ აღარ მოინანიებს, ეშმაკის მსახურია და საერთოდ, ეს ტელევიზია უნდა გაუქმდეს. ღვარძლი და შხამი იღვრება ამ ტელევიზიიდან. თუკი თითოეული ადამიანი მოისმენს მის სიტყვებს, აღშფოთდება და მდგომარეობიდან გამოვა. ის არის ჭინკა, ეშმაკის მსახური“, – განაცხადა მეუფე იობმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ განცხადა:

“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“.

კომენტარები

გიორგი გაბუნია მეუფე იობი ჟურნალისტი ქადაგება 2018-05-24
Tags გიორგი გაბუნია მეუფე იობი ჟურნალისტი ქადაგება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრა გააუქმა

შემდეგი სტატია

სააკაშვილი: ამ ბოლო დღეებში გიორგი გაბუნიას გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა

მსგავსი სტატიები

საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს “თიბისი ბანკის” ფუნქციონირებაზე

საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს “თიბისი ბანკის” ფუნქციონირებაზე

09 იან 2019
“თავხედური ქმედება” – მეუფე საბა, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის მიერ წმინდა სინოდისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრობს

“თავხედური ქმედება” – მეუფე საბა, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის მიერ წმინდა სინოდისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრობს

05 თებ 2019
გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაეშვა

გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაეშვა

06 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

  • მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ბექა ყორშია: გამაგრება ლაზარეს და სირცხვილი ჩვენ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახსნელად

    ბექა ყორშია: გამაგრება ლაზარეს და სირცხვილი ჩვენ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახსნელად

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

  • არჩილ თალაკვაძე: ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკ-ენ-როლი, მნიშვნელობა არ აქვს …

    არჩილ თალაკვაძე: ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკ-ენ-როლი, მნიშვნელობა არ აქვს …

  • თათია სამხარაძემ გამოძიების დაწყებისთვის შსს-ს მიმართა

    თათია სამხარაძემ გამოძიების დაწყებისთვის შსს-ს მიმართა

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი აზრით, ისე უნდა ვქნათ, რომ ყველა შაბათი ლაზარეს შაბათი იყოს, ვიდრე არ გამოუშვებენ

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი აზრით, ისე უნდა ვქნათ, რომ ყველა შაბათი ლაზარეს შაბათი იყოს, ვიდრე არ გამოუშვებენ

  • ზურაბ ჯაფარიძე: ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ათი კაცი გვირტყამდა და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან

    ზურაბ ჯაფარიძე: ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ათი კაცი გვირტყამდა და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან

  • ჟოზეფ ბორელი: ვროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში

    ჟოზეფ ბორელი: ვროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge