შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ევროპულ სასამართლოში ქართულ მხარეს წარდგენილ აქვს ძალიან მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი იქნა დარღვეული.
„ქართულ მხარეს აქვს წარდგენილი ძალიან მყარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ არაერთი მუხლი იქნა დარღვეული ევროპული კონვენციისა რუსეთის მხრიდან. ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად ყველა ძალისხმევა გახლავთ მობილიზებული და მიმართული იქითკენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული და მათ ხელთ იყოს მყარი მტკიცებულებები“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
კომენტარები