NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მიხეილ ჯანელიძე პოლონელ კოლეგას შეხვდა

მიხეილ ჯანელიძე პოლონელ კოლეგას შეხვდა

23 მაი 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 683 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატების ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იაცეკ ჩაპუტოვიჩს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უშიშროების საბჭოს დებატები პოლონეთის თავმჯდომარეობის ინიციატივით გაიმართა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხებს დაეთმო. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ორმხრივ შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა პოლონეთს უშიშროების საბჭოს ფორმატში საერთაშორისო თანამეგობრობისათვის მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევისთვის. როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, პოლონეთისთვის მნიშვნელოვანია გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ყურადღება გაამახვილოს ისეთ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას, გაეროს წვერი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

იაცეკ ჩაპუტოვიჩმა აღნიშნა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და ასევე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა რომ პოლონეთი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ინფორმირებულია ადგილზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობის მაღალ დონეს. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისში პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას დაგეგმილი ვიზიტის გამო. როგორც ჩაპუტოვიჩმა აღნიშნა, ეს გახლავთ პოლონეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგი გამოხატულება.

მინისტრებმა ისაუბრეს ნატოს ბრიუსელის სამიტზე, ხაზი გაესვა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებას და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება ასახული ნატოს მოახლოებულ სამიტზე და საქართველო წარმოდგენილი იქნება ყველა შესაბამის ფორმატში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიესალმა საქართველოს წარმატებებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მინისტრმა პოლონელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული „ევროინტეგრაციის საგზაო რუკის“ შესახებ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და მეტ ფიზიკურ დაახლოებას ევროკავშირთან.

პოლონურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა გაუზიაროს საქართველოს ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება, რაც წარმატებით ხორციელდება უკვე „თბილისის კონფერენციის“ ფარგლებში. მიხეილ ჯანელიძემ პოლონელი კოლეგა საქართველოში მოიწვია და თავის მხივ გამოთქვა მზადყოფნა ეწვიოს პოლონეთს.

 

 

კომენტარები

იაცეკ ჩაპუტოვიჩი მიხეილ ჯანელიძე პოლონეთი 2018-05-23
Tags იაცეკ ჩაპუტოვიჩი მიხეილ ჯანელიძე პოლონეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სენატორი ლინდსი გრემი: საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რუსეთის სამეზობლოში, რომელიც მკაფიოდ დასავლური პოლიტიკის გამტარებელია

შემდეგი სტატია

კობახიძე: ნარკოპოლიტიკაზე საბოლოო პოზიცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება

მსგავსი სტატიები

ადვოკატის განცხადებით, ლაურა ღაჭავა აპირებს ახლობლებს სთხოვოს, რომ ნახევარმილიონიანი გირაოს უზრუნველყოფა მათი უძრავი ქონებით მოხდეს

ადვოკატის განცხადებით, ლაურა ღაჭავა აპირებს ახლობლებს სთხოვოს, რომ ნახევარმილიონიანი გირაოს უზრუნველყოფა მათი უძრავი ქონებით მოხდეს

ირაკლი შალიკაშვილი 23 აგვ 2019
კვირიკაშვილმა ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა

კვირიკაშვილმა ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა

30 მაი 2018
თსუ-ში  „აუდიტორია 115“-ის წევრები პრემიერმინისტრს შეძახილებით შეხვდნენ

თსუ-ში „აუდიტორია 115“-ის წევრები პრემიერმინისტრს შეძახილებით შეხვდნენ

08 თებ 2018

უახლესი ამბები

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

  • ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

    ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

  • მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

    მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

  • გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

    გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

  • „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

    „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge