NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ბადაგონის“ დამფუძნებლის ვლადიმერ ჯანჯღავას მიმართვა საქართველოს ბიზნესომბუდსმენს

„ბადაგონის“ დამფუძნებლის ვლადიმერ ჯანჯღავას მიმართვა საქართველოს ბიზნესომბუდსმენს

23 მაი 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 621 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ბადაგონის“ დამფუძნებლის ვლადიმერ ჯანჯღავას მიმართვა საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, ბატონ ირაკლი ლექვინაძეს:

ბატონო ირაკლი,

პატივისცემით მოგმართავთ ვლადიმერ ჯანჯღავა – კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი და ერთადერთი ინვესტორი. ხაზგასმით ვიმეორებ – ერთადერთი ინვესტორი, ვინაიდან კომპანია „ბადაგონი“მხოლოდ ჩემი ფინანსური ინვესტიციებით შეიქმნა. 2003 წლიდან მოყოლებული, ამ კომპანიაში, საერთო ჯამში, 20 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განვახორციელე. სწორედ ჩემი სახსრებით აშენდა ღვინის ახალი ქარხანა, გაშენდა ვენახები და სხვა თანამედროვე ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, ქარხანა, რომლის დაარსებაც მამაჩემის ხსოვნას მივუძღვენი და მემკვიდრეობით შვილებისთვის უნდა გადამეცა, დღეს თაღლითის ხელშია.

ჩემ მიერ დაქირავებულმა მენეჯერმა ბოროტად ისარგებლა ჩემი ნდობით და თაღლითური გზით მიითვისა კომპანიის 100% წილი. ის მარწმუნებდა, რომ „საჭირო“ ადამიანებთან მისი კავშირების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ პრობლემების თავიდან აცილება, რომლებიც აუცილებლად შეექმნებოდა კომპანიას საქართველოში. ამდენად, ჩემ მიერ მისი დაქირავების მიზანი იყო კომპანიის ეფექტიანი მართვა და შესაძლო პრობლემების თავიდან აცილება. თუმცა ყველაზე დიდ პრობლემად კომპანიისთვის და პირადად ჩემთვის სწორედ ეს დაქირავებული მენეჯერი იქცა.

გასული წლის შემოდგომაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით ფინანსურ პოლიციას მივმართე და სისხლის სამართლის წესით რეაგირება მოვითხოვე დანაშაულზე, რომელიც ჩემმა დაქირავებულმა მენეჯერმა გიორგი სალაყაიამ ჩაიდინა. აღნიშნული საქმის თაობაზე ინფორმირებული ბრძანდებით – საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებს თქვენც ადევნებდით თვალყურს. გასული კვირის მიწურულს მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ ჩემი კუთვნილი წილის მითვისების საქმეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. უცნობია, რა მოიკვლია, რა მასალები და ფაქტები მოიძია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა. ჩემთვის ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ბატონ სალაყაიას ხელი დააფარა. ამ დროს მახსენდება, როგორ ჰყვებოდა ბატონი სალაყაია ყველგან – მეგობრების წრეში, საქმიან შეხვედრებზე, ბიზნესპარტნიორებთან, ვისთან რა შეხვედრები ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის პარალელურად და ვინ და რა სახის მხარდაჭერასა თუ დახმარებას დაჰპირდა მას. ის აცხადებდა, რომ სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიაც მის გვერდითაა. არ მჯერა, რომ ქართული სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია თაღლითებს მფარველობს. ერთი მხრივ, სახელმწიფომ არ გაითვალისწინა ჩემი, როგორც ინვესტორის, ინტერესები, ხოლო მეორე მხრივ, ეპისკოპოსს რატომღაც დაავიწყდა, რომ, საპატრიარქოსთან შეთანხმებით, სწორედ ჩემი ფინანსებით განხორციელდა ალავერდის მონასტრის რესტავრაცია, ღვინის მარნის მშენებლობა და სხვა არაერთი საქმე.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პარალელურად, ჩემი დისკრედიტაციის მიზნით მასშტაბური კამპანია წარმოებდა – პრესაში იბეჭდებოდა სტატიები, სოციალურ ქსელებში ხდებოდა ჩემი პერსონის ე.წ. „განხილვა“, სადაც ხან რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლობას მწამებდნენ, ხან საქართველოში მოკალათებული ოლიგარქების მიერ მართულ მარიონეტად წარმომაჩენდნენ, ხოლო მე, როგორც ბოროტებას, რაინდი, მართალი და წესიერი კაცი გოგი სალაყაია მებრძოდა. ბატონო ირაკლი, ნუთუ მართლა გჯერათ, რომ რუსული სპეცსამსახურების დაფინანსებით შევქმენი საქართველოში სუპერთანამედროვე ღვინის კომპანია? ნუთუ მართლა დაგარწმუნათ ბატონმა სალაყაიამ, რომ მე 20 მილიონზე მეტი ინვესტიციით შექმნილი საწარმო მას 40 ათას დოლარად მივყიდე?

შეიქმნა საკმაოდ აბსურდული, ტრაგიკომიკური ვითარება, ვინაიდან სალაყაიას მიერ ჩემ მიმართ აგორებული შავი პიარი, ჩემ მიერვე დაარსებული კომპანიის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ყოველთვის უნდა იცავდეს კეთილსინდისიერ ინვესტორს. და ეს განსაკუთრებით ქართულ სახელმწიფოს მართებს, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ინვესტიციები აუცილებელია, ხოლო ინვესტორები – გასაფრთხილებელი. ჩემს შემთხვევაში კი საქმე სრულიად საპირისპიროდაა. მე ჯერ კიდევ ვერ ვახერხებ თაღლითი სალაყაიას მიერ მითვისებული, ჩემი ძალისხმევით შექმნილი სიკეთის დაბრუნებას. არ სჭირდება დიდი მეცადინეობა იმის დადგენას, რომ სალაყაიას ერთი თეთრიც არ აქვს ჩადებული კომპანიაში, მაშინ როცა დღეს საქვეყნოდ აცხადებს, რომ „ბადაგონის“ დამფუძნებელია. გიორგი სალაყაია კადრულობს ყველაფერს – ტყუილს, სიყალბეს, ფაქტების დამახინჯებას და მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში ასეთი ადამიანების უფრო სჯერათ სახელმწიფოსაც, ეკლესიასაც და ზოგიერთ გაუთვითცნობიერებელ თუ შედეგით დაინტერესებულ ადამიანსაც.

იმ დროს, როცა წლების განმავლობაში მარწმუნებდა სალაყაია, რომ კომპანია არარენტაბელური იყო, პარალელურად, ჩემ მიერ შექმნილი კომპანიის შემოსავლებით მოიწყო უზრუნველი ცხოვრება და უძრავ-მოძრავი ქონებაც შეიძინა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისად არ მიიჩნია და ახლა მთელი ჩემი საწარმოს კაპიტალს სიმართლის მისაჩქმალად და პირადად ჩემს წინააღმდეგ იყენებს.

აქამდე ჩემი მხრიდან ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა ისეთი, რაც კომპანიის საქმიანობას შეაფერხებდა. სალაყაიას ქმედებებზე მხოლოდ სამართლებრივ რეაგირებას ვითხოვდი. მაგრამ, დამეთანხმეთ, ძნელია, უყურო, როგორ ფლანგავს შენს ქონებას თაღლითი და შენსავე ქონებას შენს წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს. ამჯერად მტკიცედ გადავწყვიტე, ჩემ მიერ განხორციელებული ინვესტიციების დასაცავად, გაცილებით აქტიურად ვიმოქმედო. აღნიშნულის შესაბამისად:

  1. მივმართავ ყველა სამართლებრივ ზომას, რათა თაღლით სალაყაიას არ მივცე საშუალება, გაანიავოს ჩემ მიერ განხორციელებული ინვესტიციები;
  2. ვითხოვ შეხვედრას ბიზნესასოციაციასთან და მათთან ერთად ვაპირებ, საჯაროდ ვამხილო ინვესტორის „გადაგდების“ ეს კონკრეტული ფაქტი და მოვითხოვო მათი პოზიციის დაფიქსირება, რათა საქართველოში აღარასოდეს დავუშვათ ბიზნესის წართმევის მსგავსი პრეცედენტი;
  3. გთხოვთ, გამონახოთ დრო პირადად ჩემთან შესახვედრად, რათა უშუალოდ მოვისმინო თქვენგან, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ამ საქმეზე ერთგვარი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირისგან, ბიზნესომბუდსმენის პოზიცია და უშუალოდ თქვენგან შევიტყო, არის თუ არა სახელმწიფო მზად, დაიცვას ინვესტორი და ინვესტიციები.

ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს თაღლითებისგან თქვენი დაცვა სჭირდება!

პატივისცემით,

ვლადიმერ ჯანჯღავა

[R]

კომენტარები

ბადაგონი ვლადიმერ ჯანჯღავა ირაკლი ლექვინაძე 2018-05-23
Tags ბადაგონი ვლადიმერ ჯანჯღავა ირაკლი ლექვინაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„შეუძლებელია ევროპულმა სასამართლომ მიიღოს სხვა გადაწყვეტილება თუ არა, აღიარება ადამიანის უფლებების დარღვევისა და აგრესორის გამტყუნებისა“

შემდეგი სტატია

თბილისის ტექნოპარკში „სტარტაპ კვირეული“ გაიხსნა

მსგავსი სტატიები

შსს-მ  საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი მოქალაქე დააკავა

შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი მოქალაქე დააკავა

03 დეკ 2017
TBC ბანკის საქმე და ანაკლიის პორტი – სალომე სამადაშვილი რუსულ ინტერესებსა და საერთაშორისო საზოგადოების რეაგირებაზე საუბრობს

TBC ბანკის საქმე და ანაკლიის პორტი – სალომე სამადაშვილი რუსულ ინტერესებსა და საერთაშორისო საზოგადოების რეაგირებაზე საუბრობს

20 თებ 2019
ჭანტურია: ჰქონდათ კითხვები გამოძიებასთან დაკავშირებით, რაღაც დეტალები, წვრილმანები

ჭანტურია: ჰქონდათ კითხვები გამოძიებასთან დაკავშირებით, რაღაც დეტალები, წვრილმანები

21 იან 2018

უახლესი ამბები

  • ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

    ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

  • გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

    გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

  • დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

    დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

  • ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

    ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

  • “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

    “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

  • მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

    მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

  • აშშ-ის საელჩო:  „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

    აშშ-ის საელჩო: „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

  • ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

    ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

  • ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

    ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

  • ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

    ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge