NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»აუდიტის სამსახური: ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების 71% ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოდის

აუდიტის სამსახური: ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების 71% ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოდის

23 მაი 2018 საზოგადოება 195 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების 71% ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოდის. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების 37% თბილისშია თავმოყრილი, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

დოკუმენტის განხილვა პარლამენტის სპეციალურ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ავტოსატრანსპორტო საშუალებების 76%–ს არ გაუვლია, რაზეც საპატრულო პოლიციის რეაგირება საკმაოდ დაბალი იყო და 2016 წლისათვის მხოლოდ 13,6% დაჯარიმება მოხდა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის ინფორმაციულ სისტემასთან საპატრულო პოლიციის სამსახურს არ ჰქონდა წვდომა და შესაბამისად, არ იყო ინფორმირებული, რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს არ აქვს გავლილი სავალდებულო ინსპექტირება. გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა შიდა წვის სისტემის სიძველისა და მისი აღდგენის შეუძლებლობის გამო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გადის. 2016 წლის ოქტომბრისა და 2017 წლის აპრილის პერიოდში, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების დაახლოებით 25% არ გამოცხადდა მათთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად, ხოლო 2017 წლის აპრილიდან – 2017 წლის ოქტომბრის პერიოდში – მიკროავტობუსების 40%.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი სუსტია.

„2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურების გამო, სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. იელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111–ე ადგილს იკავებს, რაც ცხადყოფს ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესწავლა“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში.

აუდიტის პერიოდი 2015 წლის 1–ლი იანვრიდან 2017 წლის 1–ელ ოქტომბრამდე დროის მონაკვეთს მოიცავს.

კომენტარები

TOP აუდიტი გამონაბოლქვი თბილისი 2018-05-23
Tags TOP აუდიტი გამონაბოლქვი თბილისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“რუსეთი საჯაროდ და დახურულ ფორმატში ლობირებს იმას, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მოსკოვის სასარგებლოდ მიიღოს”

შემდეგი სტატია

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

მსგავსი სტატიები

ილია მეორე: აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს

07 იან 2018

„დაფრანგული ქალბატონი, თავისი დაფრანგული აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას“

17 სექ 2018
სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა – ოჯახს ექიმებთან პრეტენზიები აქვს

სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა – ოჯახს ექიმებთან პრეტენზიები აქვს

23 იან 2019

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge