ცალკე ივანიშვილს უნდა მოვუსმინოთ თურმე და ცალკე ბერას იმისათვის, რომ გავარკვიოთ რა უნდა ივანიშვილების ოჯახს და ეს სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშიორებით განაცხადა.
„ნარკოპოლიტიკა, რომელიც დღეს აშკარად არაეფექტურია ორივე მიმართულებით არის შესაცვლელი. უფრო ეფექტურად ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, რაშიც იგულისხმება კანონის გამკაცრება ამ მიმართულებით და ასევე უცილებელია, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ იყოს ამოქმედებული ჯანდაცვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები. ცალკე ივანიშვილს უნდა მოვუსმინოთ თურმე და ცალკე ბერას იმისათვის, რომ გავარკვიოთ რა უნდა ივანიშვილების ოჯახს და ეს სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს,“- განაცხადა აზურაბ ჭიაბერაშვილმა.
კომენტარები