NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ვახტანგ მახარობლიშვილი: ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები ძალიან წარმატებულად შეფასდა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები ძალიან წარმატებულად შეფასდა

22 მაი 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 869 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2018 წლის 21 მაისს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, სტავროს ლამბრინიდისის ინიციატივასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის  დოროტა დლოუხი სულიგასა და სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით იმ სტანდარტების დაფუძნება და გამყარება, რაც საქართველოს ევროკავშირთან მაქსიმალურად დააახლოებს.

„არაერთ საერთაშორისო ანგარიშში ძალიან პოზიტიურად იქნა შეფასებული ის განხორციელებული რეფორმები , რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში. რა თქმა უნდა ამ მიმართულებით საქართველო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან. ევროინტეგრაციის პროცესში ადამიანის უფლებები ჩვენთვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ის განუყოფელი ნაწილია ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის, რომელიც შემუშავებულ იქნა 2017-2020 წლებისთვის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხრიდან ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები იქნა ძალიან წარმატებულად შეფასებული და საქართველო შერჩეულ იქნა იმ ქვეყანათა შორის რომელთაც თავიანთი გატარებული რეფორმები და ცოდნა უნდა გაუზიაროს სხვა პარტნიორებს. ჩვენ ბუნებრივია გავაგრძელებთ ევროკავშირთან აქტიურ თანამშრომლობას , როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ყველა სხვა მნიშვნელოვან თემებზე. მინდა ხაზი გავუსვა იმ აღიარებას, რომელიც დაფიქსირებულია ევროკავშირის მხრიდან. საქართველო თავის გამოცდილებას გაუზიარებს თავის პარტნიორებს. ამ წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციის მიმართულებით”-განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

სტავროს ლამბრინიდისმა 2018 წელს, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მიღებიდან 70 წლის იუბილის აღსანიშნავად, წარმოადგინა ინიციატივა „Good Human Rights Stories” (GHRS), რაც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ახალი პოზიტიური ნარატივის გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ 15 წარმატებული ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველო იქნა დასახელებული.

კომენტარები

ევროკავშირი ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველო 2018-05-22
Tags ევროკავშირი ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

შემდეგი სტატია

F-35-ის პირველი საბრძოლო გაფრენა

მსგავსი სტატიები

ენერგეტიკის მინისტრს ახალი მოადგილე ყავს

04 ოქტ 2017
სააკაშვილი კიევში ბრუნდება – საქართველოს ექსპრეზიდენტის თვითმფრინავი ბორისპოლის აეროპორტში საღამოს დაეშვება

სააკაშვილი კიევში ბრუნდება – საქართველოს ექსპრეზიდენტის თვითმფრინავი ბორისპოლის აეროპორტში საღამოს დაეშვება

ირაკლი შალიკაშვილი 29 მაი 2019
არჩილ თალაკვაძე: რეჟიმმა აღიარა რეჟიმი და ორივე რეჟიმი გახარებულია

არჩილ თალაკვაძე: რეჟიმმა აღიარა რეჟიმი და ორივე რეჟიმი გახარებულია

29 მაი 2018

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge