NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სასამართლომ მეუღლის და მეუღლის მშობლების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ მეუღლის და მეუღლის მშობლების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

22 მაი 2018 ახალი ამბები, სამართალი 486 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის და მეუღლის მშობლების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, 111 -120-ე მუხლით და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა,

რომ 2017 წლის 15 აგვისტოს, ი.ა.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს ვ.ა.-ს, მეუღლის დედას – ა.ა.-ს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამას – პ.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ხელები და ფეხები რამდენჯერმე დაარტყა ვ.ა.-ს და პ.ბ.-ს, შემდეგ კი ანთებული სიგარეტის ლოყაზე დადებით პ.ბ.-ს მიაყენა დამწვრობა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულებმა ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ი.ა.-მ ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით ა.ა.-ს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა ხანმოკლე მოშლით. ი.ა. ასევე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.ა.-ს და პ.ბ.-ს, რის შედეგადაც მათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ ი.ა.

ოჯახის წევრებს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია. სამართალდამცველებმა ი.ა. 2017 წლის 15 აგვისტოს, ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი პირის მიმართ),

111 -120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ოჯახის წევრის მიმართ) და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (მუქარა ოჯახის წევრისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

დაკავება მეუღლე სასამართლო 2018-05-22
Tags დაკავება მეუღლე სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ელექტრომომარაგება 23 მაისს დროებით შეიზღუდება

შემდეგი სტატია

ავღანეთში ტერაქტის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

მსგავსი სტატიები

უსუფაშვილი: „მხედველობაში მაქვს არაორდინარული კანდიდატურა…“

უსუფაშვილი: „მხედველობაში მაქვს არაორდინარული კანდიდატურა…“

27 აგვ 2018
რუსეთის მხრიდან უკრაინის საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოსთვის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გავაორმაგოთ

რუსეთის მხრიდან უკრაინის საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოსთვის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გავაორმაგოთ

ირაკლი შალიკაშვილი 08 დეკ 2021
ბურკინა-ფასოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა

ბურკინა-ფასოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა

სოსო ელისაშვილი 14 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge