NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოს და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

22 მაი 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 345 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე.

კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში მდგარი საკითხები. საუბარი შეეხო პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში, ასევე საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.

მხარეები მიესალმნენ, ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში მზარდ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საჯარო სერვისების სფეროში საქართველოს მიღწევების და რეფორმების გაზიარების მიზნით არსებულ აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც ინდონეზიის მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს. აღინიშნა, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლების ვიზიტების ორგანიზების მნიშვნელობა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს საქართველო-ინდონეზიის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურების და ამ მიზნით თანამშრომლობის ახალი ფორმატების დანერგვის პერსპექტივას.  გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა აღნიშნული მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესასწავლად და ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად.

საუბარი აგრეთვე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის პარტნიორობას და ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო პერსპექტივებს, მათ შორის სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციასთან (ASEAN) საქართველოს დაახლოების შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით ინდონეზიასთან თანამშრომლობის საკითხებს.  

კომენტარები

ინდონეზია რესპუბლიკა საქართველო 2018-05-22
Tags ინდონეზია რესპუბლიკა საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

BASSIANI 27 მაისს მხარდამჭერებს აქციაზე იწვევს

შემდეგი სტატია

ვახტანგ მახარობლიშვილი: ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები ძალიან წარმატებულად შეფასდა

მსგავსი სტატიები

დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდარიანის საქმეზე სახალხო დამცველს მიმართავს

დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდარიანის საქმეზე სახალხო დამცველს მიმართავს

09 ივლ 2018
პრეზიდენტმა „მაუწყებლის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა „მაუწყებლის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო

15 იან 2018
“მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამ მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს განმეორებითი არჩევნები”

“მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამ მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს განმეორებითი არჩევნები”

ირაკლი შალიკაშვილი 12 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

  • “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

    “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

  • “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

    “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

  • საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

    საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

  • ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

    ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

  • “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

    “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge