რუსეთის უახლესი ბირთვული რაკეტების გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანა CNBC ამერიკული სპეცსსამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე სულ ოთხი გამოცდა ჩატარდა და ოთხივე წარუმატებელი იყო. მათგან საუკეთესო შემთხვევაში რაკეტამ მხოლოდ 35 კმ იფრინა.
ასევე, ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორამციის თანახმად, გამოცდისას არ იმუშავა ბირთვულმა დანადგარმაც.
შეგახსენებთ, რომ 1 მარტს, რუსეთის ფედერალური კრებისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ რომელსაც მოქმედების შეუზღუდავი რადიუსი აქვს და მოუწვდომელია რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის.
კომენტარები