ევროპული საქართველოს წევრი და დეპუტატი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში წარდგენილი სარჩელი „ძალიან სერიოზულად, ძალიან ზუსტად და ძალიან კარგად არის მომზადებული“. მისი თქმით, საქმის სწორად წარმართვის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლება დადგეს – ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონვენციის დარღვევა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„სარჩელი მომზადებულია ძალიან სერიოზულად, ძალიან ზუსტად და ძალიან კარგად. მაშინ სასამართლოს ჩვენ რამდენიმე სარჩელით ვივმართეთ. ახლა მნიშვნელოვანი ეს სამუშაო არ ჩავარდეს, რაც ვნახეთ, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას კომპენსაციებთან დაკავშირებით – ამ საქმეს საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკურად არანაირი ყურადღება არ მიაქცია და ის სამუშაო არ გასწია, რაც ეკუთვნოდათ. გამარჯვების შემდეგ რამდენიმე ხანი გავიდა და არანაირი შედეგი არ არის. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ბრალია, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა ინსტრუმენტები ყოფილიყო პროაქტიული და ისევ სასამართლოს არ დალოდებოდა. ეს სწორედ დამოკიდებულების ნიშანია. ამ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ საქმეს ისე მიუდგებიან, როგორც მათ ეს ევალებათ, საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარე. ეს იქნება ერთ-ერთი ინსტრუმენტი წნეხისა რუსეთის მიმართ. საბოლოო ჯამში, თუკი სწორად ვიარეთ, ვიარეთ ნებისყოფითა და ვიმოქმედეთ პოლიტიკური რწმენით, ეს საბოლოო შედეგებამდე მიგვიყვანს, რაც სხვა ქვეყნების შემთხვევაში მოხდა“, – თქვა გიგა ბოკერიამ.
23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ბოლო ღია განხილვა გაიმართება.
კომენტარები