NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჯანელიძე: მთელი მსოფლიოსთვის იყო გზავნილი, რომ ამერიკა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია

ჯანელიძე: მთელი მსოფლიოსთვის იყო გზავნილი, რომ ამერიკა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია

22 მაი 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 365 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მხრიდან. ეს იყო მისი ერთერთი პირველი შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდაგმათ ახალ ნაბიჯებს ამ ურთიერთობებში”- ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს პრემიერმინისტრის და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შეხვედრისა და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომის შეფასებისას განაცხდა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პლენარულ სესიაზე, ამერიკელ პარტნიორებთან განხილული იქნა ქარტიის თანამშრომლობის ყველა მიმართულება და აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. მისი თქმით, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით და ასევე საქართველოს როლი რეგიონში და აშშ-საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც, ახალ ეტაპზე გადავიდა. ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი და ძალისხმევა ეკონომიკური რეფორმების გატარების და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით.

“შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველო -აშშ-ს ეკონომიკურ თანამშრომლობას რომელიც ახალ ეტაპზე გადადის ამერიკული კომპანიების მხრიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად, რაც ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით გამოვყოფ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სავაჭრო ურთიერთობასა და სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე, საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება და საქართველო არის მზად როგორც ინისტიტუციურად, ასევე ყველა იმ რეფორმით, რომელიც ქვეყნაშია განხორციელებული და იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რაც ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას ამერიკული ბიზნესისთვის, გადაიდგას ახალი ნაბიჯები სავაჭრო ურთიერთობებში.”-აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმიფო მდივნის გზავნილები, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც იყო განსაკუთრებით  მკაფიო რუსეთის ვალდებულებებთან,  კონკრეტულად კი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებასთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ განვიხილეთ ის ახალი ინიციატივები, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები თანამემამულეებისთვის და  აშშ მხარს უჭერს ამ ნაბიჯებს  და გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ამ მიმართულებით”-განაცხადა მინისტრმა.

ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის პლენარული სხდომა გაიმართა , რომელიც მისასალემებელი სიტყვებით გახსნეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის სახელმწფო მდივანმა მაიკ პომპეომ. სხდომას საქართველოს მხრიდან უძღვებოდა ვიცე-პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიჩელი.

 

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პომპეო მიხეილ ჯანელიძე 2018-05-22
Tags გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პომპეო მიხეილ ჯანელიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თეთრი ხმაური ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული 3000-მდე პატიმრის საქმის გადახედვას ითხოვს

შემდეგი სტატია

მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებზე სიტყვით გამოვა

მსგავსი სტატიები

„იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეჯერდება ამ ოთხიდან რომელიმე კანდიდატზე“

„იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეჯერდება ამ ოთხიდან რომელიმე კანდიდატზე“

23 ნოე 2017

„აშშ-ს მთავრობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს“

სოსო ელისაშვილი 05 ოქტ 2018

„სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება

სოსო ელისაშვილი 13 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge