NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს ცხოველთა ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადებაზე, ინერგება ახალი, თანამედროვე სტანდარტები“

„ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს ცხოველთა ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადებაზე, ინერგება ახალი, თანამედროვე სტანდარტები“

21 მაი 2018 ახალი ამბები 903 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარიზში,  ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) 86-ე  გენერალურ სესიას სპეციალური მიწვევით ესწრება.

სესიის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე ლევან დავითაშვილმა დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (OIE) აქტიურად ვთანამშრომლობთ და უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგები – ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს ცხოველთა ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადებაზე, ინერგება ახალი, თანამედროვე სტანდარტები, რაც დადებითად აისახა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა.

გენერალურ სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ყურადღება გამახვილდა ახალ გამოწვევებზე, გლობალიზაციის პირობებში რისკების პრევენციასა და ზედამხედველობის გაძლიერებაზე, ინტეგრირებულ მიდგომებზე.

გენერალური სესიის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნოდარ კერესელიძესთან და საფრანგეთში საქართველოს ელჩთან, ეკატერინე სირაძე-დელონესთან ერთად, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გენერალურ დირექტორს მონიკ ელუას შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა,  რომ მიმდინარე წლის 17-21 სექტემბერს, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენცია საქართველოში გაიმართება. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ეს გადაწყვეტილება არის აღიარება იმ პროგრესისა, რომელიც საქართველოს   ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით აქვს.

 

კომენტარები

გარემოს დაცვა ვაქცინაცია ცხოველები 2018-05-21
Tags გარემოს დაცვა ვაქცინაცია ცხოველები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თეა წულუკიანი: „რუსული მითი, რომ ის არაფერ შუაშია აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებებთან, ჩვენ სამართლებრივად უნდა დავამარცხოთ”

შემდეგი სტატია

„რუსეთი აგვისტოს მოვლენებამდე ბევრად ადრე ემზადებოდა საომარი მოქმედებებისთვის“

მსგავსი სტატიები

კაჭრეთში „ქართული ოცნების“ შეხვედრა მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება

08 იან 2019
რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები – ციხელაშვილი ხურვალეთის მოვლენებს ეხმაურება

რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები – ციხელაშვილი ხურვალეთის მოვლენებს ეხმაურება

News 15 მარ 2019

ქართულმა ოცნებამ შეცდომების მთელი კასკადი დაუშვა

06 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge