NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Tbilisi Art Fair ჩატარდა

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Tbilisi Art Fair ჩატარდა

21 მაი 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 401 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის პირველი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა „ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ჩატარდა. ოთხ დღიანმა გამოფენა-გაყიდვამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდახუთზე მეტი გალერეა და ოცდათხუთმეტამდე დამოუკიდებელი ხელოვანი გააერთიანა.

ბაზრობის მონაწილეები სპეციალურად მოწვეული ექსპერტების ჯგუფმა შეარჩია. TAF-ის საბჭო ისეთი პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული, როგორებიც არიან: რიტა იანსენი – ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (Bozar) მრჩეველი ახლო აღმოსავლეთში კულტურის საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში და ნიკოლას ბ. ილინი – გუგენჰაიმის სამუზეუმო პროექტების შემქმნელი ბერლინში, ბილბაოსა და ლას ვეგასში.

Tbilisi Art Fair-ის საგამოფენო სივრცე ორ ძირითად ნაწილად იყო გაყოფილი. მთავარმა დარბაზმა ადგილობრივ და საერთაშორისო გალერეებს უმასპინძლა, ხოლო ‘სახელოსნოს’ სპეციფიკურმა ფორმატმა – The Hive თიბისი სტატუსის პარტნიორობით დამწყებ და საგალერეო რეპრეზენტაციის გარეშე არსებულ ხელოვანებს ნამუშევრების გამოფენის საშულება მისცა.

გალერეების სექციაში თიბისი არტ გალერეამ გურამ თიკანაძისა და რობერტ კაპას ფოტოგამოფენა წარმოადგინა. საგამოფენო სივრცეში კაპას 11 ნამუშევარი სერიიდან „მოგზაურობა საქართველოში, 1947″ და თიკანაძის 50-იანი წლების საქართველოს ამსახველი 25 ნამუშევარი იყო გამოფენილი.

ბაზრობის ფარგლებში გამოფენების გარდა ლექციები, მასტერკლასები, ღია ფორუმები და ასევე, პარალელური ღონისძიებები ჩატარდა.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას ყოველწლიური სახე მიეცემა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას და გააძლიეროს პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო დაწესებულებებს შორის.

TAF-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს – www.tbilisiartfair.art

[R]

კომენტარები

ექსპო ჯორჯია თიბისი ბანკი თიბისი სტატუსი 2018-05-21
Tags ექსპო ჯორჯია თიბისი ბანკი თიბისი სტატუსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„დიდი ბრიტანეთი „თვალს ხუჭავს“ რუსული წარმომავლობის „ბინძურ ფულზე“

შემდეგი სტატია

ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის კაცს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

მსგავსი სტატიები

გელათის მონასტერში განათება მოხსნეს, რომელიც ფრესკას  აზიანებდა

გელათის მონასტერში განათება მოხსნეს, რომელიც ფრესკას აზიანებდა

13 იან 2018
„ამათ უნდათ, რომ თაფლი წამისვან და დამხრუკონ მზეზე“ – მუხრან ბურჭულაძემ შიმშილობა დაიწყო

„ამათ უნდათ, რომ თაფლი წამისვან და დამხრუკონ მზეზე“ – მუხრან ბურჭულაძემ შიმშილობა დაიწყო

15 სექ 2017

ზუგდიდი საუკეთესო მუნიციპალიტეტთა ხუთეულში დასახელდა

06 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge