NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისში ქვეითთათვის განკუთვნილ ზებრაზე ავტომობილი სკოლის მოსწავლეს დაეჯახა

თბილისში ქვეითთათვის განკუთვნილ ზებრაზე ავტომობილი სკოლის მოსწავლეს დაეჯახა

21 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება, სამართალი 545 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს თბილისში, კერძო სკოლა „პოლიგლოტთან“, მე-12 კლასელ მოზარდს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ქვეითთათვის განკუთვნილ ზებრაზე გადადიოდა. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.

მომხდარის ფოტოებსა და ინფორმაციას ერთ-ერთი თვითმხილველი თორნიკე დარჯანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს დილით ზებრასთან გზა დავუთმე მე-12 კლასელ გოგონას, რომელიც საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადაჭარბებული სიჩქარით მომავალმა მანქანამ გაიტანა. აქ ვერ მოვყვები რა დამემართა…
რამდენიმე დასკვნა:
1. აზრი არ აქვს საერთოდ ამ ზებრების დახაზვას, იმიტომ რომ სიკვდილის ზონებს ვქმნით. ამ ქვეყანაში არის კატეგორია, რომელმაც არ იცის უბრალოდ რას ნიშნავს ზებრა. არათუ ზებრა არ იცის, არ იცის ნიშნის წაკითხვა, რომ სპეციალურ ზონაში მოძრაობს, დააკვირდით ნიშანს, ეს მოხდა საბავშვო ბაღის და სკოლის წინ.
2. სახელმწიფო არაფერს აკეთებს სამოქალაქო განათლების და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის.
3. პირველადი დახმარების აღმოჩენის გონზე არაა არავინ. რამდენიმე აპირებდა ბავშვის იქვე მე-8 საავადმყოფოში ხელში აყვანით გადაყვანას.
4. სასწრაფო გინდ გვყოლია, გინდ არა, როგორც ყოველთვის მოსვლა დააგვიანდა (მიზეზები გასაგებია, საცობში იდგა).
5. ეს ალბათ ჩვენი პანიკიორი, თუ უმწეო ხასიათის ბრალია, ყოველმა გამვლელმა რომ უნდა ჰკითხოს ნაავარიებ გათიშულ ბავშვს, სად ცხოვრობს, რამდენი წლისაა, ცოცხალია თუ არა და ა.შ.
6. ჯერ კიდევ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ბავშვს ამტყუნებდნენ, რომ ზებრაზე “სწრაფად გადაიარა”.

პ.ს. ეს გოგონა სასწაულებრივად გადარჩა და გონზეც მოვიდა, ალბათ რამდენიმე ადგილას მოტეხილობა მიიღო და სერიოზული არაფერი სჭირს.

ჩვენც კი ცხოვრებას ვაგრძელებთ ათასი საფრთხით სავსე ქალაქში“, – წერის თორნიკე დარჯანია.

https://www.facebook.com/torniked/posts/10156161774200428

 

კომენტარები

ავარია ავტოსაგზაო შემთხვევა სკოლის მოსწავლე 2018-05-21
Tags ავარია ავტოსაგზაო შემთხვევა სკოლის მოსწავლე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

26 მაისს საქართველოს 6 ქვეყნის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი ეწვევა

შემდეგი სტატია

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დარეგისტრირდა

მსგავსი სტატიები

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

28 დეკ 2017

ფესტივალი „თბი-ლისი“ 22 სექტემბერს განახლდება

21 სექ 2018
კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს

კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს

ირაკლი შალიკაშვილი 04 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

  • ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

    ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

  • “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

    “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

  • ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

    ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

  • ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

    ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

  • “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

    “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

  • უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა  (ვიდეო)

    უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა (ვიდეო)

  • სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

    სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

  • ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

    ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge