NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„რუსეთი აგვისტოს მოვლენებამდე ბევრად ადრე ემზადებოდა საომარი მოქმედებებისთვის“

„რუსეთი აგვისტოს მოვლენებამდე ბევრად ადრე ემზადებოდა საომარი მოქმედებებისთვის“

21 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 538 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსეთი ნამდვილად ამბობს, რა შუაშია სტრასბურგის სასამართლო, აგვისტოს ომი ადამიანის უფლებების თემა არ არის, არის უფრო ჰუმანიტარული სამართლის სფერო, რასაც ჩვენ მყარი არგუმენტებით ვუპირისპირდებით,-  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში, „42° პარალელი“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა დამატებითი მტკიცებულებებით ცდილობს, აჩვენოს ევროპულ სასამართლოს, რომ რუსეთი აგვისტოს მოვლენებამდე ბევრად უფრო ადრე ემზადებოდა საომარი მოქმედებებისთვის.

„რუსეთი ნამდვილად ამბობს, რა შუაშია სტრასბურგის სასამართლო, აგვისტოს ომი ადამიანის უფლებების თემა არ არის, არის უფრო ჰუმანიტარული სამართლის სფერო, რასაც ჩვენ მყარი არგუმენტებით ვუპირისპირდებით. ვამბობთ, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, რუსეთი ახორციელებდა ჩვენი ქვეყნის ამ ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონში, ისეთ მოქმედებებს, რომლებიც  ბევრად სცილდებოდა საომარი მოქმედებების საჭიროებებს. ჩვენ ძალიან მყარი, ახლა უკვე ახალ-ახალი, დამატებითი მტკიცებულებებით ვცდილობთ, ვაჩვენოთ ევროპულ სასამართლოს, რომ რუსეთი ბევრად ადრე ემზადებოდა ამ საომარი მოქმედებებისთვის; რომ ის წვრთნიდა ადგილობრივ პერსონალს, მათ შორის, სამხედროს, ოსების სხვადასხვა ოფიციალურ დე ფაქტო დანაყოფებში და ემზადებოდა ამ სამხედრო დაპირისპირებისთვის.

ასევე, ჩვენ მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტებით ვაჩვენებთ სასამართლოს, რომ რეალურად 10 აგვისტოს, გამთენიისას, საქართველოს მხარემ ყველანაირი ცეცხლი შეწყვიტა; უფრო მეტიც, ის გამოვიდა საომარი მოქმედებების არეალიდან და 11 აგვისტოს ჩვენი შენაერთები უკვე თბილისის მისადგომებს იცავდნენ, რაც გამორიცხავს რუსეთის უსაფუძვლო მტკიცებას იმის თაობაზე, რომ თითქოს ჯერ კიდევ  12 აგვისტოს ჩვენ რუსეთს ვპასუხობდით საომარი მოქმედებებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა გადაცემაში „42° პარალელი“.

სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაადაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.

სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა 23 მაისსაა ჩანიშნული.

კომენტარები

2008 წლის ომი აგვისტოს ომი აგრესია თეა წულუკიანი ოკუპაცია რუსეთი რუსეთის აგრესია 2018-05-21
Tags 2008 წლის ომი აგვისტოს ომი აგრესია თეა წულუკიანი ოკუპაცია რუსეთი რუსეთის აგრესია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს ცხოველთა ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადებაზე, ინერგება ახალი, თანამედროვე სტანდარტები“

შემდეგი სტატია

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა საზოგადოებას მადლობა გადაუხადა

მსგავსი სტატიები

სააკაშვილი: „ავღანეთში უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ“

სოსო ელისაშვილი 25 ოქტ 2018
მილიონი ხელმოწერა – კამპანიას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიები შეუერთდნენ

მილიონი ხელმოწერა – კამპანიას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიები შეუერთდნენ

27 თებ 2019
სამადაშვილი გახარიას: “ჩვენ რომ არ გვქონდეს ივანიშვილის შპს ქვეყანაში, თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა ისმოდეს”

სამადაშვილი გახარიას: “ჩვენ რომ არ გვქონდეს ივანიშვილის შპს ქვეყანაში, თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა ისმოდეს”

სოსო ელისაშვილი 02 მაი 2019

უახლესი ამბები

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge