NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჭიაბერაშვილი: უმუშევრობის ზრდა “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკის შედეგია

ჭიაბერაშვილი: უმუშევრობის ზრდა “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკის შედეგია

21 მაი 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 709 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“2018 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობა 14%-მდე გაიზარდა. 2016 წელს ეს მონაცემი 11.8% იყო, 2017 წელს 13.9%-ზე ავიდა და 2018 წელსაც, სამწუხაროდ, ზრდას განაგრძობს, რაც “ქართული ოცნების” არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია,” – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ შედეგებს.

მისი თქმით, უმუშევრობის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის ზომის შემცირებით, როდესაც მთავრობა დაბლა სწევს გადასახადებს, მეტ ფულს უტოვებს ბიზნესს, აძლევს მას გაფართოებისა და დამატებით ხალხის სამსახურში აყვანის საშუალებას. ამის ნაცვლად, მთავრობა ვერ ელევა საკუთარ კეთილდღეობას, მეტ ფულს იღებს ბიზნესიდან, ფლანგავს საბიუჯეტო თანხებს და ამით პირდაპირ ურტყამს ათასობით მოქალაქისა და ოჯახის შემოსავლებს.

ჭიაბერაშვილის თქმით, სწორედ მთავრობის სიხარბისა და საწვავზე – ბენზინსა და დიზელზე – აქციზის ზრდის შედეგი იყო ფასების ზრდაც, რომელმაც 2017 წელს უამრავ მცირე მეწარმეს საოპერაციო ხარჯი გაუზარდა და აიძულა, შეემცირებინა საკუთარი აქტივობაც და, შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობაც.
“წელიწადზე მეტია, “ევროპული საქართველო” მთავრობას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფართომასშტაბიან საკანონმდებლო პაკეტს სთავაზობს, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს და საერთოდ არ აინტერესებს ხალხის მდგომარეობა,” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კომენტარები

უმუშევრობა ჭიაბერაშვილი 2018-05-21
Tags უმუშევრობა ჭიაბერაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა საზოგადოებას მადლობა გადაუხადა

შემდეგი სტატია

სარალიძე: კადრები ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანმა იცოდა მკვლელები სად იყვნენ და დამალა დანაშაული

მსგავსი სტატიები

ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ

ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ

ირაკლი შალიკაშვილი 07 მაი 2020

მამუკა ბახტაძე: სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია დღესაც დაბრკოლებებს უქმნის ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობების შექმნა

სოსო ელისაშვილი 05 ოქტ 2018

პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა

14 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

  • მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ბექა ყორშია: გამაგრება ლაზარეს და სირცხვილი ჩვენ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახსნელად

    ბექა ყორშია: გამაგრება ლაზარეს და სირცხვილი ჩვენ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახსნელად

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

  • არჩილ თალაკვაძე: ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკ-ენ-როლი, მნიშვნელობა არ აქვს …

    არჩილ თალაკვაძე: ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკ-ენ-როლი, მნიშვნელობა არ აქვს …

  • თათია სამხარაძემ გამოძიების დაწყებისთვის შსს-ს მიმართა

    თათია სამხარაძემ გამოძიების დაწყებისთვის შსს-ს მიმართა

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი აზრით, ისე უნდა ვქნათ, რომ ყველა შაბათი ლაზარეს შაბათი იყოს, ვიდრე არ გამოუშვებენ

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი აზრით, ისე უნდა ვქნათ, რომ ყველა შაბათი ლაზარეს შაბათი იყოს, ვიდრე არ გამოუშვებენ

  • ზურაბ ჯაფარიძე: ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ათი კაცი გვირტყამდა და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან

    ზურაბ ჯაფარიძე: ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ათი კაცი გვირტყამდა და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან

  • ჟოზეფ ბორელი: ვროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში

    ჟოზეფ ბორელი: ვროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge