NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»26 მაისს საქართველოს 6 ქვეყნის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი ეწვევა

26 მაისს საქართველოს 6 ქვეყნის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი ეწვევა

21 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება 681 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 6 ქვეყნის პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთის პრეზიდენტებსა და ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.

უმაღლესი დონის სტუმრები საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დაესწრებიან.

ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთის პრეზიდენტები და ევროკომისიის პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე, წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიას დაესწრებიან. პარლამენტში კი, მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას – „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია“.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება „კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში“, რომლის მუშაობაშიც მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები და სტუმრებს სიტყვით მიმართავენ.

26 მაისს, განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება 17:10 საათი, ზუსტად ის დრო, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს პრეზიდენტი სტუმრებთან ერთად თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირებას დაესწრება.

26 მაისს, საღამოს კი, უმაღლესი რანგის სტუმრები ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ნინო ანანიაშვილის, „სუხიშვილებისა“ და „ბასიანის“ მონაწილეობით გამართულ კონცერტს დაესწრებიან.

კომენტარები

26 მაისი გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლობის დღე ევროკომისია ლატვია ლიტვა პოლონეთი სლოვაკეთი სომხეთი ფინეთი 2018-05-21
Tags 26 მაისი გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლობის დღე ევროკომისია ლატვია ლიტვა პოლონეთი სლოვაკეთი სომხეთი ფინეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საბერძნეთში საქართველოს 10-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს

შემდეგი სტატია

თბილისში ქვეითთათვის განკუთვნილ ზებრაზე ავტომობილი სკოლის მოსწავლეს დაეჯახა

მსგავსი სტატიები

„მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი“

სოსო ელისაშვილი 28 ოქტ 2018

დავით უთმელიძე ნუცუბიძის ქუჩის ამომრჩეველს შეხვდა

19 სექ 2017
მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები და წესი – ეკა ბესელიას საკანონდებლო ინიციატივის განხილვას ხმაური მოჰყვა

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები და წესი – ეკა ბესელიას საკანონდებლო ინიციატივის განხილვას ხმაური მოჰყვა

სოსო ელისაშვილი 30 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

    „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

  • როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

    როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

  • საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

    საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

  • თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

    თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

  • ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა დემოკრატიის ანი და ბანია, სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ

    ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა დემოკრატიის ანი და ბანია, სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ

  • ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

    ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

  • ევროკავშირის გზავნილია, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლებამ მოძებნოს კომპრომისები ამ პირობების შესაქმნელად, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება

    ევროკავშირის გზავნილია, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლებამ მოძებნოს კომპრომისები ამ პირობების შესაქმნელად, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge