მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.
„უკვე 10 ათასზე მეტმა მოსწავლემ გაიარა გამოცდა, წარმატებით გაიარა დაახლოებით 98%-მა, დაახლოებით 2 %-ია მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს. არანაირი დარღვევები არ ყოფილა, კარგად დაიწყო დღევანდელი დღე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე ასე გასტანს. ფაქტიურად, ყველა სკოლა ჩაერთო გამონაკლისია მხოლოდ მცხეთის რაიონში სამი სკოლა, რომელსაც ინტერნეტის პრობლემა შეექმნა, მაგრამ მუშაობენ ადგილზე და ისინი ოდნავ მოგვიანებით დაიწყებენ გამოცდას,“ – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
კომენტარები