NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა 24 მაისს, პრაღაში გაიმართება

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა 24 მაისს, პრაღაში გაიმართება

20 მაი 2018 პოლიტიკა 290 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგ სამუშაო შეხვედრა პრაღაში, 24 მაისს გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა, 2011 წლის ქართულ-რუსული შეთანხმების რეალიზაცია საბაჟო მონიტორინგის თაობაზე.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც ფოკუსირებულია სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სატრანსპორტო პრობლემატიკაზე, გარკვეულ ჰუმანიტარულ თემებზე. ამჯერად, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება, 2011 წლის ქართულ-რუსული შეთანხმების რეალიზაცია საბაჟო მონიტორინგის თაობაზე.

მოგეხსენებათ, ამ შეთანხმების ფარგლებში, გასული წლის ბოლოს ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანიასთან. 18 მაისს რუსეთის მხარემ გააფორმა ანალოგიური შეთანხმება იგივე კომპანიასთან. გამოვთქვამთ იმედს, რომ რუსეთის მხარე კეთილსინდისიერად შეასრულებს შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

შეხვედრის ფარგლებში, შევეცდები მოვისმინო რას გეგმავენ და როგორია მათი ხედვა. შემდგომ უკვე შეთანხმების შესაბამისად, შეიქმნება ერთობლივი – ქართულ-რუსულ-შვეიცარიული საექსპერტო სამუშაო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ამ პროექტის პრაქტიკულ რეალიზაციას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

TOP გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძე პრაღა 2018-05-20
Tags TOP გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძე პრაღა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს: ინგა გრიგოლიას განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია

შემდეგი სტატია

“შესანიშნავია, რომ ჩვენი პირველი ლედი თეთრ სახლში დაბრუნდა”

მსგავსი სტატიები

დაპირისპირება ადამიანის უფლებათა კომიტეტზე – “კოალიცია თანასწორობისთვის” დეპუტატებს აკრიტიკებს

დაპირისპირება ადამიანის უფლებათა კომიტეტზე – “კოალიცია თანასწორობისთვის” დეპუტატებს აკრიტიკებს

23 იან 2019
საზოგადოებას მსუყედ არ ეტყობა, ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდა კერძო სექტორში – მთლიანობაში ჩვენი მდგომარეობა არ არის არანაირად სატრაბახო

საზოგადოებას მსუყედ არ ეტყობა, ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდა კერძო სექტორში – მთლიანობაში ჩვენი მდგომარეობა არ არის არანაირად სატრაბახო

ირაკლი შალიკაშვილი 31 დეკ 2019
გახშირებული გამოძახებები სასწრაფოებში – საკრებულოს ოპოზიცია ხარვეზებზე საუბრობს და კალაძისგან პასუხს ითხოვს

გახშირებული გამოძახებები სასწრაფოებში – საკრებულოს ოპოზიცია ხარვეზებზე საუბრობს და კალაძისგან პასუხს ითხოვს

09 იან 2019

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge