NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის ერთ-ერთ ქუჩას იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის სახელი დაერქმევა

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის სახელი დაერქმევა

18 მაი 2018 ახალი ამბები 510 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილეს, სტეფანო კრეშენცის შეხვდა. შეხვედრას საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილიც ესწრებოდა.

შეხვედრაზე, რომელიც თბილისის საკრებულოში გაიმართა, საუბარი მეცხრამეტე საუკუნეში, საქართველოში მოღვაწე, წარმოშობით იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის შეეხო და აღინიშნა, რომ არქიტექტორის სახელის უკვდავსაყოფად და მისი მოღვაწეობის დასაფასებლად, სასურველია თბილისის რომელიმე ქუჩას ჯოვანი სკუდიერის სახელი მიენიჭოს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა,  აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.

„დღევანდელ შეხვედრაზე თბილისის რომელიმე ქუჩისთვის ჯოვანი სკუდიერის სახელის მინიჭების საკითხი განვიხილეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკრებულო შესაბამის პროცედურებს განახორციელებს და უახლოეს მომავალში თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ცნობილი იტალიელი არქიტექტორის სახელი მიენიჭება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ჯოვანი სკუდიერი, ეროვნებით იტალიელი არქიტექტორი იყო, რომელსაც საქართველოში მოღვაწე  არქიტექტორთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი იყო პირველი არქიტექტორი, რომელმაც თბილისის განაშენიანებას ახლებური, ევროპული ხასიათი შესძინა.

მისი პროექტით საქართველოში აშენდა მრავალი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, თეატრი, პირველი ქვის ხიდი თბილისში (ახლანდელი ჩუღურეთისა და ე.წ. მშრალი ხიდი). ასევე სკუდიერის ეკუთვნის თავისუფლების მოედნის პროექტი, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმვა და სხვა.

 

კომენტარები

არქიტექტორი თბილისის ქუჩები ქუჩის სახელი 2018-05-18
Tags არქიტექტორი თბილისის ქუჩები ქუჩის სახელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„გახარია არის კარგი შს მინისტრი და ამის დასტური ჩემთვის ბოლო ოთხ თვეში დაკავებული 40-ზე მეტი ნარკობარიგაა“

შემდეგი სტატია

“… მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი „ჯადოსნური საშუალება“ იყო, რომელიც კაცებს ქალებზე დაქორწინებას აიძულებდა”

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

20 ნოე 2018

აჭარის ტელევიზიამ ხანძრის გამო მაუწყებლობა შეაჩერა

26 ნოე 2018
კახა კალაძემ მაია ბითაძეს ორი კვირის ვადაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გეგმის შემუშავება დაავალა  

კახა კალაძემ მაია ბითაძეს ორი კვირის ვადაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გეგმის შემუშავება დაავალა  

29 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge