NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„რუსეთმა, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ უნდა უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროპის საბჭოს შესაბამისი მექანიზმების დაშვება”

„რუსეთმა, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ უნდა უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროპის საბჭოს შესაბამისი მექანიზმების დაშვება”

18 მაი 2018 ახალი ამბები 335 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალში, რომელსაც დანია მასპინძლობს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები იცავდნენ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც ეფუძნება ეს ორგანიზაცია, რომელიც დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რადგან წევრი ქვეყნები არღვევენ მის ფუნდამენტურ ვალდებულებებს და მათ შორის არის რუსეთის ფედერაცია, რომლის ქმედებებიც ეწინააღმდეგება ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს.

„მომავალ წელს 70 წელი სრულდება ევროპის საბჭოს დაფუძნებიდან, ამ პერიოდის განმალობაში წევრმა ქვეყნებმა ძალიან დიდი სარგებელი მიიღეს ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობით. ეს ორგანიზაცია ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის გაძლიერებას და ეს არის ის პრინციპები,  რომელსაც უნდა იცავდეს ყველა წევრი ქვეყანა. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ორგანიზაცია ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან წევრი ქვეყნები არღვევენ ვალდებულებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს ამ ორგანიზაციისა” – განაცხადა ჯანელიძემ მინისტერიალის შეფასებისას.

მინისტრის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია განვითარდეს და საქმიანობა გააგრძელოს იმ პრინციპების შესაბამისად, რასაც ის ეფუძნება. „ყველა სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელსაც იღებს ორგანიზაცია. რუსეთმა უნდა უზრუნველყოს როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ ევროპის საბჭოს შესაბამისი ინსტიტუტების დაშვება რეგიონში, რათა ჩვენ შევძლოთ ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება ადგილზე. რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესდეს ამ რეგიონებში” – განაცხადა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოსთან მიმართებაში განხორციელებულ ქმედებებს. მათ შორის გენერალური მდივნის ყოველწლიურ მოხსენებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ასევე მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, სადაც  მკაფიოდ არის დაფიქსირებული რუსეთის ფედერაციის ვალდებულებები ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

მინისტრმა ასევე შეაფასა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის გეგმის შესრულების თავლსაზრისით, რაც უკავშირდება საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რაც მხარდაჭერილია წევრი ქვეყნების მხრიდან და აისახება საქართველოს წარმატებულ საქმიანობაში ევროპის საბჭოში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით მიმართა მინისტერიალის მონაწილეებს. მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს მართავს კოლეგებთან.

კომენტარები

ეფექტური კონტაქტი მიხეილ ჯანელიძე რუსეთი 2018-05-18
Tags ეფექტური კონტაქტი მიხეილ ჯანელიძე რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ლიბიის სცენარი არ განიხილება“ – ტრამპი კიმ ჩენ ინს ამშვიდებს

შემდეგი სტატია

ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულების პროცესზე ის მოწმე დაიკითხება, რომელმაც ნარკოტიკებით ვაჭრობა ფარულად გადაიღო

მსგავსი სტატიები

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

29 აგვ 2018
გოგნიაშვილი, თადუმაძე და შავგულიძე – საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი წარედგინა

გოგნიაშვილი, თადუმაძე და შავგულიძე – საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი წარედგინა

06 ივლ 2018
ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება

ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება

სოსო ელისაშვილი 10 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

    ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

  • გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

    გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

  • “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

    “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

  • ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

    ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

  • ლილი ფოფხაძე – ჩემები

    ლილი ფოფხაძე – ჩემები

  • “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

    “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

  • დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

    დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

  • კალაძე:  ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

    კალაძე: ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

  • მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

    მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

  • “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

    “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge