თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულების პროცესი იწყება. დღევანდელ პროცესზე ის მოწმე დაიკითხება, რომელმაც ნარკოტიკებით ვაჭრობა ფარულად გადაიღო. სოლომონ მათიკაშვილი სხვადასხვა სახელითა და გვარით ეცნობოდა ბრალდებულებს, ის ასევე ფიგურირებს იმ ოპერატიულ მასალაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ვარაუდობს, რომ საგამოძიებო უწყება აპირებს მოწმეს ქვეყანა დაატოვებინოს.
„ სავარაუდოდ, ამ ადამიანს უპირებენ, რომ დატოვოს ქვეყანა, შესაბამისად დაიკითხოს მანამდე მაგისტრ სასამართლოში, რათა შემდგომ ამ მტკიცებულებით აპელირება მოახდინონ არსებით განხილვაზე. ეს არის ჩვენი წინასწარი ვარაუდი. ასეთი ფორმებით ამ საქმეზე სიმართლის დადგენა უფრო გაჭირდება“,-განაცხადა ფანცულაიამ.
კომენტარები