NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში შეხვედრა გაიმართა

კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში შეხვედრა გაიმართა

18 მაი 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 353 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კრიპტოვალუტების რეგულირების შესწავლის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკს გერმანიის ფინანსური სექტორის ზედამხედველობის (BaFin) წარმომადგენელი ჯენს მუენზერი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შეხვედრაში, რომლის მთავარი მიზანი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საზედამხედველო გამოცდილების გაზიარება იყო მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFI), კერძო სექტორის, კომერციული ბანკების, საბროკერო, აუდიტორული და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები.

„კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორც მოპოვება, ისე ვაჭრობა, მზარდია მსოფლიო მასშტაბით და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას და კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას. მას ახასიათებს ფასების მაღალი მერყეობა, რის გამოც დიდია იმის ალბათობა, რომ მომხმარებლებმა ფინანსურად იზარალონ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვირტუალური ვალუტის ინდუსტრია საწყისი განვითარების ფაზაშია. მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო თუ საზედამხედველო ჩარჩო ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია და, უმეტეს შემთხვევაში, ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გერმანიის ფინანსური სექტორის ზედამხედველობის წარმომადგენელისთვის დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ დეტალური განმარტებები კრიპტოვალუტის რეგულირებასთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო საკითხზე“, – წერია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

ბიტკოინი ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტა 2018-05-18
Tags ბიტკოინი ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი გახარია: ,,სამინისტრო ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ ვერასოდეს ვერ შეზღუდავს ჩვენს ზონას – სად შევიდეთ და სად არ შევიდეთ.’

შემდეგი სტატია

გახარია: „გამოძიებას პროგრესი უკვე აქვს და ვხედავთ ქსელურ ხასიათს ამ ღონისძიების“

მსგავსი სტატიები

თელავში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

04 დეკ 2017
ჩრდილოეთ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტი გათამაშდა

ჩრდილოეთ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტი გათამაშდა

25 აგვ 2017

ქართველი მოჭიდავე ზურაბ იაკობაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

26 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – სამართალდამცავები რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი

    აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – სამართალდამცავები რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი

  • ნუ ჩავიგდებთ თავს ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ

    ნუ ჩავიგდებთ თავს ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ

  • შედი ფეხით, გაიგონე ხალხის ხმა” – ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის საკანონმდებლო ორგანოსგან უკვე მივიდა

    შედი ფეხით, გაიგონე ხალხის ხმა” – ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის საკანონმდებლო ორგანოსგან უკვე მივიდა

  • დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

    დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

  • იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

    იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

  • დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

    დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

  • პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

    პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

  • ლილი ფოფხაძე: ბაბუა

    ლილი ფოფხაძე: ბაბუა

  • ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

    ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge