NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გახარია: „გამოძიებას პროგრესი უკვე აქვს და ვხედავთ ქსელურ ხასიათს ამ ღონისძიების“

გახარია: „გამოძიებას პროგრესი უკვე აქვს და ვხედავთ ქსელურ ხასიათს ამ ღონისძიების“

18 მაი 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 584 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ის მიზეზები განმარტა, რატომ მაინც და მაინც იმ დროს ჩატარდა ჩხრეკა ღამის კლუბებში. მისი თქმით, შერჩეული იყო ის დროს, როდესაც კლუბებში მინიმალური რაოდენობის ხალხი მაქსიმალურად ფხიზელი იქნებოდა.

„არჩევანი იყო ძალიან მარტივი, ან ეს უნდა განგვეხორციელებინა დაახლოებით პირველი – ორი საათის განმავლობაში, სადაც მინიმალური რაოდენობის ხალხი იქნებოდა კლუბებში და მაქსიმალურად ფხიზელი, ან უნდა განგვეხორციელებინა გამთენიისას, 6-დან 7 საათამდე, სადაც იქნებოდა მაქსიმალური რაოდენობა ხალხის და მდგომარეობა იქნებოდა ნაკლებად პროგნოზირებადი.

პირველ შემთხვევაში, ჩვენ პრობლემები გვექნებოდა ღონისძიების შემდეგ, რაც მოხდა, რაც აბსოლუტურად გააზრებული გვქონდა, მეორე შემთხვევაში ღონისძიების მსვლელობის დროს. ეს იყო საგამოძიებო ჯგუფის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ვთვლით, რომ იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული.

ის, რაც მოხდა ამ ღონისძიების შემდგომ, ეს იყო ჩვეულებრივი აზრის გამოხატვა, რომლის თავისუფლებაც იყო უზრუნველყოფილი პოლიციის მიერ, თუ იქ ხდებოდა დაკავება, დაკავება ხდებოდა დაუმორჩილებლობის ნაწილში, არანაირ სხვა ქმედებას იქ ადგილი არ ჰქონია, ერთადერთი კომპონენტი იყო მაშინ, როდესაც მომიტინგეები ცდილობენ გზის გადაკეტვას. აქ იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, დისკომფორტი პოლიციელებსა და მათ ურთიერთობას შორის“, – განუცხადა კანონმდებლებს გახარიამ.

გიორგი გახარიას განცხადებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არც ერთი, არანაირი სახის სპეცაღჭურვილობა ამ ღონისძიებებში გამოყენებული არ ყოფილა.

„როგორც შედეგი, მინდა გითხრათ, რომ გამოძიებას გარკვეული პროგრესი უკვე აქვს. მოგეხსენებათ, რომ დაკავებულია მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო განჩინებით 8 ნარკორეალიზატორი. გამოძიება გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვხედავთ ქსელურ ხასიათს ამ ღონისძიების, ამ ქმედებების და უახლოეს პერიოდში, დარწმუნებულები ვართ, ამას დასჭირდება გარკვეული დრო, რომ სისტემურ ხასიათს მსგავსი ქმედებების, ძალიან მარტივად წარმოგიდგენთ და დაგანახებთ, რასაც მოყვება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები. კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ პოლიციელს გადავუხადო მადლობა იმ თმენისათვის და იმ მაღალკვალიფიციურად შესრულებული მოვალეობისთვის, რომლითაც მათ დაადასტურეს, რომ პოლიციის ძირითადი ამოცანა გახლავთ მოქალაქეებზე ზრუნვა და რაც მთავარია, ჩვენს საზოგადოებაში რადიკალიზაციის დონის შემცირება და არა გაზრდა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

გიორგი გახარია ნარკოდანაშაული პარლამენტი შსს 2018-05-18
Tags გიორგი გახარია ნარკოდანაშაული პარლამენტი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში შეხვედრა გაიმართა

შემდეგი სტატია

„ორშაბათი დღიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფების 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში“

მსგავსი სტატიები

ენმ პარლამენტს მოუწოდებს, აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნას

ენმ პარლამენტს მოუწოდებს, აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნას

09 თებ 2018

ცესკომ საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი წარადგინა

19 ოქტ 2017
ჩვენ ჰუმანური და დაბალანსებული, კრიმინალთან შეუპოვარი ბრძოლა ვაწარმოეთ

ჩვენ ჰუმანური და დაბალანსებული, კრიმინალთან შეუპოვარი ბრძოლა ვაწარმოეთ

ირაკლი შალიკაშვილი 11 იან 2021

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge