NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დავით ზალკალიანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატზე სიტყვით გამოვიდა

დავით ზალკალიანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატზე სიტყვით გამოვიდა

18 მაი 2018 ახალი ამბები 618 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატზე სიტყვით გამოვიდა. ღია დებატი თემაზე: საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება – საერთაშორისო სამართლის დაცვა, პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას თავმჯდომარეობით გაიმართა.

საკუთარ გამოსვლაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის როლსა და მნიშვნელოვნებაზე მშვიდობის უზრუნველსაყოფად. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და თავად უშიშროების საბჭოს როლს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დავების მოგვარების პროცესში. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა გასულ ათწლეულში ნათლად გამოჩნდა გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულვებელყოფისა და უხეში დარღვევების ფაქტები. დავით ზალკალიანმა საბჭოს წევრებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება და აღნიშნა,

რომ 10 წლის წინ საქართველო უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ განხორციელებული აგრესიის აქტის მსხვერპლი გახდა, რაც თან სდევდა წინა ათწლეულის განმავლობაში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასა და სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობებს. დავით ზალკალიანის განცხადებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასწარი გამოძიების პალატის გადაწყვეტილებაში საუბარია ეთნიკური ქართველების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე. საქართველოს წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის (UNOMIG) მანდატისთვის ვეტოს დადებაზე, რამაც ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგი აღკვეთა.

სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და აღინიშნა, რომ რუსეთის ქმედებები მიმართულია ფაქტიური ანექსიისკენ. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზებს და მძიმე აღჭურვილობას. მინისტრის პირველმა მოადგილემ დებატის მონაწილეებს გააცნო ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება და აღნიშნა, რომ ამის ძალზედ სამწუხარო მტკიცებულებაა გასულ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების ა. ტატუნაშვილისა და გ. ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობების ფაქტები.

დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით, კონფლიქტის მოგვარებისათვის საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ძალისხმევებსა და ინიციატივებზე, ძალის არ გამოყენების ვალდებულებასა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების გზით სამართლის ძიებაზე. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით ამ მცდელობების წარმატებისთვის აუცილებელია, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა ორივე მხრიდან და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას ხელი შეუწყოს სამართლის აღსრულებას. საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ 6 წლის შემდეგ მსგავსი ქმედებები განმეორდა უკრაინაში, რაც ნათლად მიგვანიშნებს მსგავს ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაუყოვნებელი რეაგირების მნიშვნელობაზე საერთაშორისო სამართლის შემდგომი დარღვევების პრევენციის მიზნით. მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა საერთაშორისო სამართლის კომისიის და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის მნიშვნელობაზე.

კომენტარები

გაეროს უშიშროების საბჭო დავით ზალკანიანი სიტყვით გამოსვლა 2018-05-18
Tags გაეროს უშიშროების საბჭო დავით ზალკანიანი სიტყვით გამოსვლა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დიმიტრი ქუმსიშვილი: საქაერონავიგაციას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით

შემდეგი სტატია

„ლიბიის სცენარი არ განიხილება“ – ტრამპი კიმ ჩენ ინს ამშვიდებს

მსგავსი სტატიები

ილია ელოშვილი: გენერალურ გეგმაში გამქრალია უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები

ილია ელოშვილი: გენერალურ გეგმაში გამქრალია უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები

სოსო ელისაშვილი 27 მარ 2018

ზაზა გაბუნია ოპოზიციას: სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის ფილმიდან ხატავთ რაღაც საშინელ სურათს

13 დეკ 2017
„ეტყობა გია დაგვიბერდა“

„ეტყობა გია დაგვიბერდა“

19 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

    ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

  • პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

    პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

  • ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

    ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

  • ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

    ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge