აშშ-ში, ქალაქ სანტა-ფე-ში, დაახლოებით დილის 8 საათზე ადგილობრივი დროით ერთ-ერთ საშუალო სკოლაში უცნობმა ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 8 ბავშვი დაიღუპა.
შერიფის პრეს-სამსახურის ცნობით, არიან დაჭრილები, თუმცა დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი თავდამსხმელი. ჟურნალისტებისათვის ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანი საკლასო ოთახში შევიდა და ცეცხლი გახსნა.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კომენტარები