თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნებაშიბრალდებული ს.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ს.მ. სოციალური ქსელისა და სხვაელექტრონული საშუალებების გამოყენებით ცდილობდა ა.ტ.-სთან მისთვის არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას და უკანონო თვალთვალს, აკითხავდა სხვადასხვა ადგილებში და მის გაკონტროლებას ცდილობდა. ასევე ს.მ.-მ დაზარალებულს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ემუქრებოდა, რომ ყველგან ნახავდა და მის ქცევას გააკონტროლებდა. აღნიშნული ქმედების შედეგად ა.ტ. მუდმივად განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას დაშანტაჟს, რაც იწვევდა მის ტანჯვას და მუდმივი თვალთვალის გამო ვერ ახერხებდა თავისუფლად გადაადგილებას.
სამართალდამცველებმა ს.მ. 2018 წლის 11 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდებასისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებისსახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ს.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
კომენტარები