NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით თბილისის ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით თბილისის ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა

17 მაი 2018 ახალი ამბები, კულტურა 876 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის ხელოვნების ბაზრობა – Tbilisi Art Fair გაიხსნა.

გამოფენის გახსნას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. ოთხდღიან გამოფენა-გაყიდვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდაათი გალერეა და ორმოცი დამოუკიდებელი ხელოვანი მონაწილეობს. მათ შერჩევაზე მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფმა იმუშავა. თბილისის ხელოვნების ბაზრობის საბჭოს წევრებს შორის არიან რიტა იანსენი, ბოზარის (Bozar) მრჩეველი კულტურის სფეროს საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში და ნიკოლას ვ. ილინი, გუგენჰაიმის სამუზეუმო პროექტების ავტორი ბერლინში, ბილბაოსა და ლას ვეგასში.

„მოხარული ვარ, რომ ქალაქ თბილისის მერია თბილისის პირველი არტ ბაზრობის მხარდამჭერია, რომელმაც პირველივე წელს ძალიან დიდი მასშტაბი მიიღო. 30 გალერეა და 40-მდე დამოუკიდებელი არტისტი მონაწილეობს ამ პროექტში. ეს ის რიცხვია, რაც უნდა მივულოცოთ ორგანიზატორებს. ვიმედოვნებ, რომ არტ ბაზრობა მომავალ წელს უფრო მასშტაბური გახდება და თბილისი რეგიონში თანამედროვე ხელოვნების ერთგვარი ჰაბი იქნება“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაზე წარმოდგენილია შემეცნებითი პროგრამები, ლექციები, მასტერკლასები და ღია ფორუმები. გარდა ამისა, გაიმართება პარალელური ღონისძიებები: Tbilisi Photo Festival – ქართული ფოტოგრაფიის რეტროსპექტივა – „აქ და იქ – რეალობაში და მის მიღმა“. გამოფენა 20 ავტორის ნამუშევარს აერთიანებს და ფოტოგრაფიის განვითარებას სამსაუკუნოვან ისტორიას აჩვენებს. ქართული ფოტოგრაფიის ასეთი გამორჩეული გამოფენა პირველად იქნება წარმოდგენილი ფართო აუდიტორიისთვის.

ემიგრაციის თემას ეძღვნება უცხოეთში მოღვაწე ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა – „დაიკარგა თორმეტი ქალი“, რომელიც თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცეში – აბრეშუმის მუზეუმში გაიხსნება.

„ომი დროებით შეჩერებულია“ – ამ სახელწოდებით გაიმართება ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფური გამოფენა, რომელიც 20-მდე ხელოვანის ფოტო-ვიდეო ინსტალაციას, პერფორმანსს და ფერწერულ ნამუშევარს აერთიანებს.

თბილისის ხელოვნების ბაზრობის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის სტანდარტების შექმნას და განვითარებას.

Tbiisi Art Fair 2018-ის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი Check in Georgia, თბილისის მერია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, კუნსტ ჰალლე თბილისი, გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის ფოტო ფესტივალი, თიბისი სტატუსი და სხვა ოცდასამი ქართული კერძო კომპანია. ღონისძიების ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი “ექსპო ჯორჯია”.

 

 

კომენტარები

გამოფენა თბილისის მერია თბილისის ფესტივალი 2018-05-17
Tags გამოფენა თბილისის მერია თბილისის ფესტივალი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აშშ-ში მამაკაცი ელექტროსიგარეტის აფეთექების შედეგად გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

liberali.ge: დღის ფოტო

მსგავსი სტატიები

ვახტანგ მახარობლიშვილი ეუთო-ს მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

ვახტანგ მახარობლიშვილი ეუთო-ს მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

20 ივნ 2018

ირანის პრეზიდენტის თქმით თუ ტრამპი ირანთან შეთანხმებას გააუქმებს, აშშ-ის მიმართ ნდობას ყველა დაკარგავს

19 სექ 2017

20 Approaches to Make Your Site Trustworthy To Your Visitors

07 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

  • საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

    საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

  • Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

    Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge