საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კაირატ აბდრახმანოვმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის 2018-2019 წლების თანამშრომლობის პროგრამას. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დოკუმენტი ყაზახეთში მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას დასამინისტროებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატების გააქტიურებას.
ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს მართავს ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, პარლამენტისა და სენატის თავმჯდომარეებთან. მინისტრი ასევე მონაწილებას მიიღებს ასტანას ეკონომიკურ ფორუმში.
კომენტარები